http://www.tabula.ge/ge/story/85259-sasjel...vlav-amoqmeddesსასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს
იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს.
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ზურაბ სანიკიძე განცხადებით პროექტის მომზადება დღის წესრიგში სასამართლო პრაქტიკის და იმ პრობლემების გათვალისწინებით დადგა, რაც სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებამ და ძალაში მხოლოდ შთანთქმის პრინციპის დატოვებამ გამოიწვია.
მათივე განცხადებით სასჯელის შეკრებითობის პრინციპი ძველი სახით არ დაბრუნება და მისი გამოყენება ავტომატურად არ მოხდება, არამედ მოსამართლეს საშუალება ექნება თავად აირჩიოს შთანთქმის პრინციპს გამოიყენებს თუ სასჯელის შეკრებისას.
კოალიცია ქართული ოცნების წევრი თინა ხიდაშელი წინააღმდეგია სასჯელის შეკრებითობის პრინციპის დაბრუნების.
”ჩემი დამოკიდებულება ამ პრინციპის მიმართ ზუსტად იმდენი წელია ცნობილი, რამდენი წელიცაა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სიმახინჯე კანონმდებლობაში შემოიტანა. მე მისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ” - განაცხადა ხიდაშელმა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიას თქმით მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლით არაფერი მოხდება და დანაშაულის ზრდასთან ბრძოლისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.
"არ ვიცნობ ამ ინიციატივას. მაგრამ, პირველ რიგში აღსანიშნავი იქნება არათანმიმდევრულობა საკუთარ პოზიციაშივე, რაც ზოგადად ახასიათებს მმართველ გუნდს. მაგრამ, მთავარი პრობლემა იმ თვალსაზრისით, რასაც დღეს ვხედავთ, ვგულისხმობ დანაშაულის ზრდას, ორგანიზებული დანაშაულის მომრავლებას, არის არა კანონმდებლობაში, არამედ პოლიტიკურ ნებაში, ასევე იმ კონტაქტებში, რომელიც არსებობს ორგანიზებულ დანაშაულსა და სახელისუფლებო გუნდს შორის, ასევე პოლიციის რეპუტაციის დასუსტებაში და პოლიციის პოლიტიკური მხარდაჭერის შესუსტებაში" - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი პარლამენტმა გასულ წელს გააუქმა.
----------------------------------------------
ნაცების კანონები ბრუნდება?