საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტშია
თითქმის მთელი უნგრეთი და ევროპის წყალბურთის სამყარო კონტინენტის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მოლოდინშია. პირველი მატჩები 14 ივლისს გაიმართება. საქართველოსთვის და სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის კი ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ჩვენმა ნაკრებმა, ჩვენმა ლომებმა, მიუხედავად ყველა სირთულეებისა და რთული ბრძოლებისა, პირველად მოახერხა გასვლა ფინალურ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი ექნება ჩვენ ნაკრებს ბუდაპეშტში, დღევანდელი გუნდი უკვე შევიდა ქართული სპორტის ისტორიაში. რასაკვირველია, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ძალიან სურთ, რომ ჩვენმა ბიჭებმა ბუდაპეშტშიც გაგვახარონ, თუმცა ყველას ესმის - ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და ძლიერ გუნდებთან შეხვედრები ელის . . .
ბუდაპეშტში ჩამოვფრინდი 10 ივლისს. აეროპორტიდანვე იგრძნობა, რომ ევროპის ჩემპიონატი გაიმართება აქ. უნგრეთში წყალბურთი ძალიან პოპულარული და წარმატებული სპორტია, უნგრელი მესაზღვრეები, აეროპორტის თანამშრომლები, ავტობუსის მგზავრები, ქუჩაში მოსიარულეები და პოლიციელებიც კი -დაინახავდნენ რა ჩემ ეკიპირებას, მეკითხებოდნენ: –თქვენ ალბათ ევროპის ჩემპიონატზე ჩამოხვედით. დასტურის შემდეგ ბევრი მათგანი გვეუბნებოდა –საქართველოს ნაკრები დებიუტანტია, რა შედეგს ელით? – წინასწარ შესწავლილი რამდენიმე უნგრული სიტყვით ვპასუხობდი და მერე ნახევრად ხუმრობით ვეუბნებოდი: – ნუ ნერვიულობთ, მასპინძლებს, უნგრელებს არ მოვუგებთ-მეთქი.…ამ სიტყვებზე ყველა ხუმრობით მპასუხობდა: - მაშინ თქვენ ნაკრებს ვუქომაგებთ და თუ იქამდე მიხვალთ, რომ ჩვენ გუნდს შეხვდით, მერე ვნახოთო.
საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში ჩამოფრინდა 11 ივლისის საღამოს.მათ ჩამოფრენამდე აეროპორტში გავიცანი და ვესაუბრე რუსულად კარგად მოსაუბრე უნგრელ ვოლონტიორ-კოორდინატორს ანდრაშ შენდრეის (დედით რუსი, მამით უნგრელი), რომელიც მიმაგრებულია ჩვენ გუნდთან. ადვილად ვიპოვეთ ერთმანეთი-მას ეკავა პატარა ბანერი GEORGIA, მე კი ვიყავი ჩემი ჩვეული ეკიპირებით საქართველოს ამოსაცნობი ნიშნებით. მე თითქმის როგორც “მასპინძელი” თბილად დავხვდი ნაკრებს აეროპორტში - დროშით, მეგაფონით და შეძახილებით. ანდრიაშსაც ვასწავლე ერთი- ორი ფრაზა ქართულად, მაგრამ ხმამაღლა ნაკრების წევრებთან ვერ გარისკა მათი გამოთქმა: -მეტი ვარჯიში მინდა და მერე გამართულად ვიტყვიო.
ჩვენი ნაკრების წევრები კარგ განწყობაზე იყვნენ, ხუმრობდნენ, ძალიან თბილად მოგვესალმნენ, მოვიკითხეთ ერთმანეთი, ფოტოები გადავიღეთ. თუმცა ეტყობოდათ, რომ დაღლილი იყვნენ ტრანზიტული მგზავრობით (მონტენეგროდან სტამბოლის გავლით ბუდაპეშტში), ამიტომ აღარ შევაწუხე ზედმეტი კითხვებით. ნაკრების წევრებს საბრძოლო განწყობა აქვთ, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ რთული მატჩები გველის.
ჩვენი გუნდი განთავსდა ბუდაპეშტში სასტუმრო “დანიუბუს ჰელიაში”, აქვე იცხოვრებს ჩემპიონატში მონაწილე კიდევ რამდენიმე ნაკრები. 12 ივლისს ჩვენი ნაკრები ჩაატარებს პირველ ვარჯიშს, 14 ივლისს კი თბილისის დროით 15:00 საათზე (ბუდაპეშტის დროით 13:00) დაიწყება საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი – რუმინეთის წინააღმდეგ. იმავე დღეს გაიმართება ჩვენი A ჯგუფის სხვა მატჩები:^ მონტენეგრო-საბერძნეთი და იტალია-რუსეთი.
როგორც შევიტყვეთ, ჩვენი გუნდის თამაშებს დაესწრებიან უნგრეთში მცხოვრები ქართველებიც და უქომაგებენ ჩვენ გუნდს.
წყარო
http://worldsport.ge/მატჩის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს
This post has been edited by rockforever on 14 Jul 2014, 13:50
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი