#41644030 · 15 Jul 2014, 02:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიუხედავად იმისა ,რომ ბიბლია გვეუბნება : ”ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების” (ებრაელთა მიმართ 11:6). ღმერთს რომ სურდეს, ის უბრალოდ გამოჩნდებოდა და მთელ სამყაროს დაუმტკიცებდა თავის არსებობას. მაგრამ მას ეს რომ გაეკეთებინა, რწმენის საჭიროებაც აღარ იქნებოდა. ”ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე” (იოანე 20:29).
მე მაინც მჯერა რომ ღმერთი არ არსებობს,თუ რატომ გეტყვით 1. არავითარი მატერილური დამამტკიცებელი საბუთი მისი არსებობისა არ არის ნაპოვნი; 2. ბიბლია ჩვეულებრივი წიგნია,საინტერესო იმიტომაა რო ბევრი ჭკვიანი ადამიანი დიდი დროის განმავლობაში წერდა; 3. ღმერთი და ეკლესია კარგი მარკეტინგული ხრიკია ბრბოს სამართავად; 4. ღმერთი ,რომ არსებობდეს ასეთი უკუღმართები არ ვიქნებოდით; 5. ღმერთის მიერ გაკეთებული ერთი რამ მაჩვენეთ, გარდა ვიღაც მეზობელი დარაჯის,მეთუნუქე მეზობლის ბებიის მონაყოლისა რომ ნახა ,ასეთი რამ მგონი არც არსებობს.
შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო მიზეზების ჩამოთვლა. კარგი იქნება თუ გადამარწმუნებთ .ოღონდ ბიბლიიდან მოტანილი ციტატებით არა.მაგალითად ამის მსგავსის: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი”. (ფსალმუნი18:2-5 ) როდესაც ჩვენ შევყურებთ ვარსკვლავებს, ვიაზრებთ სამყაროს სიდიადეს, ბუნების საოცრებებს ვხედავთ და დაისის სილამაზეს ვუცქერთ - ეს ყველაფერი შემქმნელი ღმერთისკენ მიგვითითებს. ეს თუ საკმარისი არ არის, ღვთის არსებობის დასტური ჩვენს გულებში სუფევს. ეკლესიასტე გვეუბნება: ”...და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა...” ჩვენი არსების სიღრმისეული წიაღი აღიარებს, რომ არსებობს რაღაც, რაც ამ ცხოვრებასა და ამ სამყაროს სცილდება. გონებრივად ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ ეს ცნება. მაგრამ ღმერთის არსებობა ჩვენში და შვენს გარეთ სუფევს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ზოგიერთმა შეიძლება კვლავაც უარყოს ღვთის არსებობა: თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი” (ფსალმუნი13:1 ).
პ.ს წარმატებები
This post has been edited by is2701 on 15 Jul 2014, 02:50
|