#41521746 · 4 Jul 2014, 17:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ronaldo9
QUOTE | ვისაც გაგიკეთბიათ გამიზიარეთ გამოცდილება რამდენი ხანი იწვის, რა წავუსვა და ასე შემდეგ |
ჩვენ ახლაც გვაქვს სოფელში საგანგებო შამფური - დიდი, შუბივით შამფურია, თავისი დასადგამებით. გოჭი უნდა ამოკერო, შიგნით კი თუ თავისივე გულ-ღვიძლს ჩააყოლებ, შეიზლება, თუ არადა, იმპროვიზაციაც შეიძლება, მაგრამ მე არ მაქვს გამოცდილება და იქნებ სხვებმა გირჩიონ. რაც შეეხება შეწვისთვის საჭირო დროს, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ნახევარი საათიც არ ეყოფა. თან, ძნელი საქმეცაა - მუდმივად უნდა ატრიალო, თან - ერთ ტემპში, თორემ ერთი მხარე შეიწვება, მეორე - არა. მით უფრო გაგიჭირდებათ ამ სიცხეში. მოკლედ,რომანტიკა არის, მაგრამ ამ ამინდებში ფრიად ძნელი საქმეა.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|