#43181826 · 16 Dec 2014, 22:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BeBeRi GrGa
ძალიან კარგი თემაა რაც გახსენი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივე მხარე სათავისოდ ატრიალებს ისტორიას ისე, რომ თვითონ მართალი გამოვიდეს და მეორე მხარე მტყუანი. ამიტომ ვიდრე მაგას გაარკვევდე, ის უნდა გაარკვიო, რა იყო ამის წინ:
QUOTE | როგორ დაიწყო დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის რიტუალური და დოგმატური სხვაობის წარმოშობა, რომელმა ეკლესიამ შეცვალა საერთო ტრადიცია და დოგმატი? |
ის ტრადიციები, რიტუალები და დოგმატები, რომელიც განხეთქილებამდე საერთო ჰქონდათ, საიდან ჰქონდათ, საიდან აიღო სათავე? აიღო კი მოციქულების დროიდან? არა! აი ესაა სინამდვილეში უფრო მთავარი და მერე სხვა დანარჩენი.
--------------------
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.
|