#41550455 · 7 Jul 2014, 02:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიზმარზე, სიზმრის ახსნებზე და ა.შ. არაერთი თემა გახსნილა. მაგრამ ჩემს ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს სიზმრის მართვის პოტენციალი ანუ ჩვენს ეგოში ღმერთად ქცევის პერსპექტივა.
სიზმრის სამართავად უპირველეს ყოვლისა საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ რეალურ სამყაროში არ ვიმყოფებით. ამის შემდეგ კი სიზმარში ხდება ის, რასაც წარმოვიდგენთ, რაც ჩვენ გვსურს. თუმცა აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა - ამ ყველაფრის გააზრებას, პირადად მე, ვახერხებ მხოლოდ ძილ-ბურანის მდგომარეობაში ანუ იმ მომენტში, როცა ნახევრად ფხიზელი ვარ, ნახევრად კი სიზმარში ჩარჩენილი. ასეთ დროს ვიზუალურად ვხედავ ილუზიურ გარემოს, თუმცა ნაწილობრივ შევიგრძნობ რეალურს (სიცივე, ხმაური...). თუ სიზმარი მომწონს, ვცდილობ ძილი გავაგრძელო, რათა სიზმარი არ გაჩერდეს და სწორედ ამ პერიოდში ვხედავ იმას, რასაც წარმოვიდგენ! საკმარისია გარეშე გამაღიზიანებელი ფაქტორები ოდნავ ძლიერი აღმოჩნდეს და სიზმარი წყდება.
მე არა ვარ ფსქოლოგი, მაგრამ ეს ყველაფერი ვიცი პირადი გამოცდილებით.
ჩნდება კითხვა - რა მოხდება, თუ ღრმა ძილშივე გავაცნობიერებთ, რომ სიზმარში ვართ და ქვეცნობიერს დავიმორჩილებთ? ჩვენ გავხდებით ყოვლისშემძლენი.
აქ აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: 1. დადასტურებულია, რომ ადამიანი ძილის 1/3-ს ატარებს სიზმარში, შესაბამისად ღამეში დაახლოებით 3 სთ., თვეში 90 სთ, წელიწადში 1080 სთ (=45 დღე), საშუალო 75 წლიან ცხოვრებაში კი 9 წელს (!) სიზმარში ვატარებთ. 2. ასევე კარგადაა ცნობილი, რომ სიზმარში დრო რამდენჯერმე ნელა გადის, ვიდრე რეალობაში.
დასკვნა კი ის არის, რომ ადამიანი ათობით წელი ცხოვრობს სიზმარში! ამ ათობით წლის განმავლობაში კი ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეცნობიერს მოუნდება. მთავარი პრობლემა ქვეცნობიერის მართვაა და თუ ეს პიროვნებამ შეძლო, იგი თავის სამყაროში ღმერთი გახდება...
This post has been edited by androabuladze on 7 Jul 2014, 02:23
|