ბოლოს და ბოლოს -- როგორც იქნა -- რაღაც პატარა ძვრაა უნიკოდ ფონტებში მხედრულის მთავრულისათვის მუდმივი "საცხოვრებლის" მიჩენის საქმეში...
ამიერიდან -- ყოველ შემთხვევაში ისეთ გავრცელებულ და საყოველთაო ფონტებში, როგორიც DejaVu-ა -- მხედრულის მთავრული მუდმივად განლაგებული იქნება U+F400-U+F426 ზონაში (PUA). ეს "
დარგობრივ სტანდარტად" შეიძლება ჩავთვალოთ, რამდენადაც DejaVu ფონტები შედის ლინუქსის დისტრიბუციებში...
უკვე გამოქვეყნებულია მხედრულის მთავრულიანი DejaVu Serif ფონტი -- გადატვირთვა:
http://dejavu.sourceforge.net/snapshots/http://dejavu.sourceforge.net/snapshots/de...081122-2316.zipახლო ხანებში DejaVu-ს ყველა უკვე არსებულ ქართულს (Sans, Serif, Mono) დაემატება მხედრულის ასომთავრული -- და ამითი -- აქ ასახული იქნება
ოთხივე ქართული დამწერლობა: მხედრული, მხედრულის მთავრული, ნუსხური და ასომთავრული...
ამავე PUA ზონაში მუდმივი ადგილი მიეჩინება და დაემატება აგრეთვე ქართული დიალექტებისათვის აუცილებელი ასოებიც...
* * *
ვინსოუზის კლავიატურის დრაივერი, რომლითაც ერთდროულად შეიძლება მხედრულისა და მხედრულის მთავრულის წერა (შიფტით) დადებულია:
http://geofonts.googlegroups.com/web/Georg..._qu5rmu4xC4ntv2