#41762177 · 26 Jul 2014, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ დაახლ.20 დღის წინ მქონდა კენჭის გავლა (თირკმლის ჭვალი),რის შემდეგაც ჩემი ჯანმრთელობა მოირყა,1 კვირის წინ კი თირკმლების მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მომათავსეს წულუკიძის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში.ფაქტიურად გათიშვის წინა მდგომარეობაში,კრეატინინის დონე მქონდა 182.იქ დავყავი 4 დღე,ფაქტიურად არაფერი უქნიათ გარდა იმისა,რომ ყოველ დღე მიკეთებდნენ სისხლისა და შარდის ანალიზებსს,ექოსკოპიებს...კრეატინინის დონე თავისით ჩამოვიდა 74 მდე.ყველა ანალიზი დამაკმაყოფილებელი იყო უკვე მეორე დღეს,მითხრეს,რომ ორგანიზმი გაუწყლოებული მქონდა,რომ თირკმლებზე პრობლემა არ მაქვს ჯანმრთელი ვარ და გამწერეს ერთი ნემსის გარეშე,მაგრამ არის ერთი მაგრამ,კვლალ მაქვს დაბალი სიცხეები,უსიამოვნო შეგრძნებები თირკმლის ორივე მხარეს,საერთო სისუსტე და რაც მთავარია გაბურუსებული გონება.გამოწერის შემდეგ ნეფროლოგმა გამაგზავნა ფილტვების ექიმთან და ინფექციონისთთან,კვლავ გაუთავებელი ანაზილზები და შედეგი 0.ყველგან მეუბნებიან რომ ანალიზებში არაფერი ჩანს,რას მირჩევთ რა გავაკეთო და ვის მივმართო
This post has been edited by Homo_Georgicus on 26 Jul 2014, 16:23
|