როგორც ალბათ უკვე ყველამ შენიშნეთ, არჩევნების მეორე ტურის კამპანიაში დიდი ცვლილებაა ოცნების მხრიდან.
კერძოდი კი, ნარმანია სატელევიზიო რეკლამებიდან მოქესტეს. (სხვა ყველა ღონისძიებებიდანაც)

.
მის მაგივრად ხმას უკვე მეხანძრე, საპოჟნიკი, ქირურგი, სასწრაფოს მძღოლი, მასწავლებელი და ჩემი მეზობელი ჯემალა ითხოვენ.

.
ახლა წამით წარმოიდგინეთ ნარმანიას მდგომარეობა.
მასთან მიდიან საარჩევნო შტაბიდან და რბილად ეუბნებიან რომ ძალიან არაპოპულარული პიროვნებაა. თბილისელებს მისი დანახვა და მოსმენაც არ უნდათ და ამიტომ რეკლამებში აღარ გამოჩნდება.
ეს ადამიანი მერი რომ გახდება რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი?
თავი დავანებოთ იმას რომ ლეგიტიმაციის დაბალი დონე ექნება თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ. მეორე საკითხია მისი პრინციპულობა. ბევრი არ დაიმალებოდა მის ადგილას რამდენად დიდ ავტორიტეტსაც არ უნდა ერჩია ასე მოქცევა.
ნაკლებ პრინციპული, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე არაპოპულარულ ადამიანს რატომ გვაჭმევთ?
ასეთ არჩევნებს ჯობია საერთოდ გაუქმდეს მერის პოზიცია და ქალაქი საკრებულომ მართოს. ხალხი მაინც პარტიას ირჩევს და არა კონკრეტულ ადამიანს.
არ ტეხავს?
ა?
სულ ცოტათიც?
ბიულეტინშიც არ ჩაწერთ?
მომავალში ალეკო ელისაშვილი დადეთ HD-ში ან რამე უკეთესი.
მაგრამ არ იზამთ მაგას. ავტორიტეტის მართვა ძნელია. აი კაცი კი რომელსაც პარტია მოიყვანს მთლიანად პარტიაზე იქნება დამოკიდებული.

.
This post has been edited by Sattelite on 9 Jul 2014, 17:16