მოდერ მაცადე...
პირველ რიგში ვულოცავ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებას.
მერე ყველა იმ ადამიანს ვისაც უსამართლობის განცდა ქონდა, რომ ამ გუნდს მე და ჩემნაირი როჟები მაინც მივიჩნევდით ფავორიტად კი არა და უბრალოდ ძლიერ ნაკრებად მანც... ბოდიში ამ ხალხს თუ ეს უსამართლობის განცდა სულ მცირე დოზით ჩემი პოსტებითაც იყო გამოწვეული.
ვულოცავ ყველა იმ ადამიანსაც ვინც თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ გაუხარდა ბრაზილიის წარუმატებლობა.
ბრაზილიის გულშემატკივრებს რა გითხრათ, მართლა არ ვაჭარბებ აი ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში ვარ.
აქ არ გამოდგება ის გაცვეთილი სიტყვები დასამშვიდებლად, რომ
ფეხბურთია ერთი და მაგის დედაც #####ანჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და ჩემი საყავრელი ნაკრების უსაშინლეს დამარცხებას შეიძლება ამ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ნამდვილად არ უჭირავს, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. მთლიანად ჩემი აზროვნება, ცნობიერებაა დიდი დარტყმის ქვეშ. რამდენი რამე უნდა გადავაფასო, რამდენ რამეზე უნდა ვაღიარო, რომ თურმე არასწორად ვფიქრობდი და...
ვეღარ ვაგრძელებ სიტყვები არ მყოფნის...
მარტივად, რომ ვთქვათ ფაქტიურად ცუნგცვანგში ვარ
ვარიანტი.1 ძალიან ბევრი რამე უნდა შევცვალო ჩემში და ფაქტიურად ვაღიარო, რომ აქამდე სიცრუეში ვცხოვრობდი

ვარიანტი.2 არაფრი შევცვალო და გავაგრძელო ისევ ისე როგორც აქამდე ვიყავი.
მეტნაკლები სიმძაფრით ამ მდგომარეობაშია ახლა სლესაოს ყველა გულშემატკივარი, + ამას ემატება კონკრეტული ფაქტიც. საყვარელი ნაკრები სახლში, ამ სიტუაციაში ამ ანგარიშით დამარცხდა.
მოკლედ ცხოვრება გრძელდება და ნამდვილად არ მინდა ჩამოვრჩე მას.
ჰოდა რაღაც მღრღნიდა, არ მასვენებდა და მიბიძგებდა, რომ ეს მექნა.
ბოდიში კიდევ ერთხელ ყველას, იმ და სხვა გასაგები მიზეზების გამო რაც ზემოთ დავწერე
ყურები არ ჩამოყაროთ ბრაზილიელებო ამა ფორუმისა