მეგობრებო, იშვიათად ვხსნი თემას ამ განყოფილებაში, ერთხელაც მაპატიეთ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა ფონდი რომლის მიზანი იქნება სოციალურად გაჭირვებულთათვის იმდაგვარი დახმარების გაწევა რომელიც ბიუჯეტით გაწერილ პროგრამებში ვერ ხვდება.
იდეა თავისთავად კეთილშობილურია, მაგრამ მაშფოთებს სახელმწიფოს მხრიდან ასე აშკარად იმის დემონსტრირება, რომ ისინი ვერ წყვეტენ დამოუკიდებლად ყველა პრობლემას.
დილემის წინაშე ვდგავარ და ალბათ ბევრი თქვენთაგანიც დადგება როცა ამ ფონდის შესახებ გაიგებს, ერთის მხრივ მინდა ვიყო ამ საზოგადოების აქტიური წევრი და დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში, მცირედით მაინც და მეორეს მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ნაბიჯზე ხალხის მზადყოფნა გვერდში დაუდგეს მათ, ხომ არ იქნება დათური სამსახური ხელისუფლებისთვის ძლიერი ქვეყნის შენების პროცესში?
ანუ რას ვგულისხმობ, პირველი იმას რომ სახელმწიფო ამბობს მე ვერ ვაგვარებ ყველა პრობლემას, ხალხი გაგებით ეკიდება და ეხმარება მას ამით ხელისუფლება დუნდება. მეორე საზოგადოება ეჭვდება სახელმწიფოს უნარებში და სურვილს კარგავს ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა.
ან ყველაფერი კარგად იქნება და შევქმნით ძლიერ სოლიდარულ საზოგადოებას.
მოკლედ, თქვენი აზრი მაინტერესებს კარგია მსგავსი ფონდები თუ არა?
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...2376514&lang=ge