დღეს "ექსპო ჯორჯიაში" რამდენიმე ღონისძიება დაისტარტა:
1-2. ბიზნესის განვითარების გამოფენა და კონფერენცია (მე–3 პავილიონი)
3-4. გამოფენა და კონფერენცია "ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის" (მე–6 პავილიონი)
5. პროკრედიტ ბანკის ბიზნეს გამოფენა "პროექსპო" - ამ ბანკის კლიენტებისა და მათი პროდუქციის გამოფენა (მე-4 პავილიონი)
მოკლედ დავწერ:
ბიზნესის განვითარების კონფერენციას ესწრებოდა 20-25 ადამიანი (დარბაზი იტევს 5-ჯერ მეტს); ამავე თემაზე გამოფენაზე 5-6 ადამიანიღა იყო მისული;
გამოფენაზე "ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის" - კედელზე გაკრული იყო 130 პუნქტიანი მონაწილეების სია, მაგის ნახევარი ან მეტი ნამდვილად იყო წარდგენილი, მაგრამ ძირითადად იყო ძველი გამოგონებები ახლებურად შეფუთული. ცხადია, იყო ინოვაციებიც, მაგრამ მაგის წილი მინიმალური იყო, ჩემი აზრით;
კონფერენციას "ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის" - ესწრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ გამომსვლელები, ორგანიზატორები და პლუს 2-3 ადამიანი;
რაც შეეხება პროკრედიტბანკის გამოფენას - ნამდვილად ძალიან საინტერესო კომპანიები და პროდუქცია იყო წარდგენილი (თუმცა ორგანიზატორებს არ აღმოაჩნდათ კატალოგი).
ახლა კი რისი თქმა მინდა - ასე არ შეიძლება - ამხელა ფართი იქირაო სახელმწიფო ფულით და არავინ არ დაესწროს კონფერენციას ან არავინ არ მოვიდეს გამოფენაზე. გამოდის, რომ "რადი გალოჩკია" გაკეთებული ეს ყველაფერი...
გაუკეთეთ ნორმალური პიარი, ნორმალური ორგანიზება და ვეჭვობ, რომ თავად ბიზნეს კომპანიების პირველი პირები თუ არა, მათი წარმომადგენლები მაინც მოვლენ, თუ 100 და მეტი არა, 20-30 მაინც.
ახლა კი რა გამოდის, ფუჭი გასროლა?
პ.ს. ამავე თემაზე, რას ლაპაკობენ ჩინოვნიკები:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sq-gakhsna.htmlდიდი შრომა გაუწევიათ, დიდი.
This post has been edited by Denmark on 10 Jul 2014, 18:34