#41627977 · 13 Jul 2014, 19:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ვეძებ ინჟინერს რომელმაც იცის არდუინო ან შესაბამისი სოფტი ასეთი პროექტის გასაკეთებლად:
კედლის პოეზია
კედელის წინ გავლისას გამვლელეს აჩერებს ხმა და ეუბნება, რომ დაიცადოს და მოუყვება ლექსს, თუ გამვლელი გაჩერდება კედელი ლექსს ასმენინებს, თუ წავს სთხოვს, რომ დაიცადოს და ყური დაუგდოს, თუ დაბრუნდება გამვლელი მადლობას უხდის კედელი და აგრძელებს ლექსს, თუ არ დაბრუნდა წუწუნებს, რომ დღევანდელობამ ხალხს პოეზია დაავიწყა.
ეს პროექტი ორი თვე ებარა ერთ ინჟინერს, მაგრამ თავი ვერ გაართვა, თუ ვინმეს შეგიძლიათ გაკეთება შემეხმიანეთ. სენსორები და მიკროჩიპები უკვე მაქვს, კოდიც დაწერილია და გადახედვა უნდა, ან თუ თავიდან დაწერთ უკეთესი.
ამოცანა: ამჟამად სისტემა მუშაობს 5 სენსორზე. ალგორითმი: შესვლა 1 სენსორიდან ( ერთ ადამიანზე) 1. შევიდა და გაიარა გაუჩერებლად. შესვლის დროს სისტემამ უნდა სთხოვოს გაჩერდეს და ლექსი მოისმინოს. გასვლის დროს სისტემამ უნდა სთხოვოს მობრუნდეს, დაიცადოს რამოდენიმე წამი და თუ დაბრუნდა მადლობა გადაუხადოს და წაუკითხოს ლექსი, თუ არა იწუწუნოს. 2. გამვლელი შევიდა სისტემაში და გაჩერდა , მერე უკან დაბრუნდა 1-ის გავლით. ამ დროს ისევ უნდა სთხოვოს დაბრუნდეს 3. შევიდა და გაჩერდა, უკითხავს ლექსს. 4. შევიდა და გაჩერდა, ამ დროს გაიარა სხვამ რომელიმე მხრიდან, ისევ უნდა გააგრძელოს კითხვა 5. თუ ვინმე არის ერთ ერთი სენსორის არეალში მოწყობილობა კითხულობს ლექსს
ანალოგიურად ლოგიკა მოქმედებს შესვლა მე-5-ე სენსორიდან
რამოდენიმე ადამიანის შესვლა 1. ორი ან რამოდენიმე ადამიანი შემოდის სხვადასხვა მხრიდან, მოქმედებს პირველ შემომსვლელზე და მუშაობს მანამ სანამ ვინმე არის სენსორების მოქმედების ზონაში 2. რამოდენიმე ადამიანი შემოდის ერთი მხრიდან, რეაგირებს პირველზე და კითხულობს ლექსს სანამ ვინმე არის ამ ზონაში, თუ არა ეხვეწება რომ დაბრუნდეს. ლექსების ბაზა აწყობილია, ასევე ყველა აუდიო ჩანაწერი. პროგრამამ რანდომულად უნდა შეარჩიოს ლექსი ბაზიდან. სისტემა მუშაობს ყოველს საათში ერთხელ, დილის 10დან საღამოს 11 საათამდე.
თუ შეგიძლიათ ამის აწყობა შემეხმიანეთ, მეჩქარება, ანაზღაურება 500 ლარი
მეილზე მომწერეთ პასუხი giogagoshidze@gmail.com ან დამირეკეთ 551344267
|