ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, გარკვეულ ობიექტებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ტელესივრცეში გავრცელებული სარეკლამო რგოლის მიხედვით, არჩევნების დღის ბოლომდე წარადგინე მარკირება შემდეგ სავაჭრო ქსელებში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებებით.
"12 ივლისს არჩევნების დღეს ბიზნეს-კომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მიდი არჩევნებზე, გაიარე მარკირება და ხმა მიეცი სასურველ კანდიდატს. არჩევნების დღის ბოლომდე წარადგინე მარკირება შემდეგ სავაჭრო ქსელებში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებებით.
20%-იანი ფასდაკლება მაკდონალდსა და ვენდისში,
22%-პროცენტიანი ფასდაკლება ავერსში, პე-ეს-პესა და ჯი-პი-სიში,
15 პროცენტიანი ფასდაკლება გუდვილსა და სმარტში,
5-თეთრიანი ფასდაკლება გალფსა და ვისოლში.
გამოხატე პოზიცია, მიდი არჩევნებზე. ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისთვის", - ნათქვამია ზემოხსენებულ სარეკლამო კლიპში.
აღნიშნულ ინიციატვივას უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აზრით სამოქალაქო აქტივობის წამახალისებელი ფასდაკლებების აქცია შესაძლოა ამომრჩევლებისათვის საინტერესო აღმოჩნდეს, თუმცა ამასთანავე ასოციაცია ცალსახად აცხადებს, რომ არაა ამ იდეის ავტორი ან ინიციატორი; მსგავსი წამახალისებელი აქციების განხორციელება მხოლოდ კომპანიების გადასაწყვეტია და ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქციაში ჩართულ კომპანიათაგან რამდენიმე საერთოდ არაა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი. ბიზნეს ასოციაცია აპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაციაა და მსგავსი აქციების განხორციელება ან დაგეგმვა არ შედის მის მიზნებსა და ამოცანებში“,-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი კი განმარტავს, რომ ერთი შეხედვით ეს რეკლამა ემსახურება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას, რაც საარჩევნო კანონმდებლობით არ იკრძალება.
"ერთი შეხედვით ეს რეკლამა ემსახურება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას, რაც ბიზნესკომპანიებს სურთ გამოიყენონ კომერციული მიზნებისთვის. ეს საარჩევნო კანონმდებლობით არ იკრძალება. ანუ, საარჩევნო კანონმდებლობით არ არის აკრძალვა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა რომელიმე ბიზნესკომპანიამ გამოიყენოს თავისი კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვყოფილვართ ამაში ჩართულები და არც უნდა ვყოფილიყავით. ეს არის ბიზნესკომპანიების იდეა და შესაბამისად მათი აქტივობა",- აცხადებს აზარაშვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...thavazoben.htmlასეთი პრეცედენტი არსებობს, თუ ჩვენ ვართ თელ სოფლიოში პირველები?...