
მივესალმები ავტომოყვარულებს!!!
GEORGIAN RACERS CLUB
ჩამოყალიბდა რამოდენიმე თვის წინ, მაგრამ არ ყოფილა ოფიციალური, ანუ ქუჩაში არაოფიციალურად იკრიბებოდნენ ბიჭები და აწყობდნენ მცირე შეჯიბრებებს. ეს რათქმაუნდა ძალიან სახიფათო მაგრამ ექსტრემალური იყო. ერთ დღეს გაჩნდა იდეა კლუბის ოფიციალუად ჩამოყალიბებაზე. ავდექით და მივმართეთ ჩვენს მეგობარს მევლუდ მელაძეს, მან მეორე დღეს(კვირას) დაგვიბარა რუსთავის ავტოდრომზე. კარგად გვიმასპინძლა, თავისი ოთახიდან ვადევნებდით თვალყურს 2014-15 წლის დრაგს, რომელც ძლიერი წვიმის გამო შეფერხდა, თან ვაცნობდით ჩვენს იდეეებს, ავტოსპორტის პრეზიდენტი ჩვენი გეგმებით ძალიან დაინტერესდა და ძალიან გაუხარდა რომ ოფიციალურ სახეს ვაძლევდით კლუბს, მან ბევრი კორექტირება შეიტანა ჩვენს მიზნებში და ასე რომ ვთქვათ ავტოსპორტის სწორ გზაზე დაგვაყენა. ბოლოს დადგა ჯერი კლუბის სახელის შერჩევაზე. მევლუდმა გადაწყვია კლუბი GEORGIAN RACERS CLUB-ის სახელის მფლობელი გამხდარიყო, ჩვენ იდეას რათქმაუნდა დავეთანხმეთ. უნდა ავღნიშნოთ რომ მარტივი და ადვილი გასაგები სახელი აქვს.
დღევანდელ გეგმებს რაც შეეხება. 1 კვირა გავიდა კლუბის ოფიციალურად ჩამოყალიბებაში. ამ ხნის განმავლობაში დღემდე ჩვენი კლუბის წევრები დაუღალავად ვშრომობთ. 13 ივლისს ვმართავთ ოფიციალურ ფესტივალს! სადაც ვეპატიჟებით ავტომოყვარულებს! ფესტივალზე იქნება ვიდეო გადაღება, ფოტოგრაფები, გოგონები, სასმელი. იქნება ერთი სიტყვით გრანდიოზული გახსნა!!!
შემოგვიერთდით დასწრება რათქმაუნდა უფასოა. ჩატარდება 13 ივლისს 18:00 საათზე დიღმის მასივში ''ასტრა პარკის'' წინ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქნება გრანდიოზული გახსნა!! საუცხოო და იშვიათი მანქანებით

გიწვევთ ყველას!!!
ფეისბუქ გვერდი:
https://www.facebook.com/GeorgianRacersClub დაათვალიერეთ ჩვენი მანქანები

პატივისცემით GEORGIAN RACERS CLUB-ის ადმინისტრაცია