,,ინტელექტ ცენტრი” პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად გთავაზობთ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ტრენინგებს და კონსულტაციებს, რომელიც მეტად საჭიროა ნებისმიერი ტიპის ბიზნესის მართვისას, როგორც ხელმძღვანელი პირებისათვის, ასევე მომსახურე პერსონალისთვის.
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
ბიზნეს კონსულტირება;
ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
მიზანზე და წარმატებაზე ორიენტირებული კონსულტაცია;
გუნდის მუშაობა და ლიდერო.
გაითვალისწინეთ, ზემოთ ჩამოთვლილ თემებიდან თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის საინტერესო საკითხი, რომელშიც გესაჭიროებათ მომზადება და კონკრეტულად ამ თემაზე ჩაგიტარდებათ ტრენინგი.
ჯგუფი შედგება არაუმეტეს 3-4 მსმენელისგან
ჯგუფში - 2სთ-იანი ტრენინგის ღირებულება - 40 ლარი
ინდივიდუალურად - 1სთ 30წთ-იანი ტრენინგი - ღირებულება 60 ლარი.
შეგახსენებთ! ჩვენი სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან კადრების გადამზადებაში, როგორც ჩვენს მიერ შემუშავებული, ასევე სპეციფიური -თქვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდიდან www.intelc.ge გამოგზავნოთ მსმენელის ფორმა რეგისტრაციისათვის.
მის: კარგარეთელის ქ. #9, მე-2 სართ. აღმაშენებლის 133-ის კუთხეში
ტელ: 958112; 958113; 893618212;
E-mail:intellectcenter@yahoo.com
ნინო მღებრიშვილი - სასწავლო ცენტრის მენეჯერი
...............
ვაკანსიები მოჟნა აქა?

თბილისის #42 საჯარო სკოლა (www.vekua42.edu.ge) აგრძელებს მოხალისეთა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით, რომლის გაგრძელება შეიძლება მოხდეს ინდივიდუალური შეთანხმების შესაბამისად. პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სათანადო სერტიფიკატს.
სამუშაოს აღწერილობა:
• მოსწავლეთა აზროვნებისა და განსჯის უნარის შესწავლა ასაკობრივი თვალსაზრისით;
• მოზარდებში აგრესიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, მათში აგრესიისა და ძალადობის შემცირების მიზნით;
• მოზარდთა და მასწავლებელთა თვითშეფასების პრინციპების შესწავლა;
• მოსწავლეთა შორის ურთიერთობების და კონფლიქტური სიტუაციების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება;
• მოსწავლეთა შორის ურთიერთობების, მათი ფსიქოლოგიური განწყობების შესწავლა მათი ქცევის ასახსნელად;
• ფსიქოლოგიური რეკომენდაციების შემუშავება: ა) მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების, ბ) ემოციური განვითარების, გ) მოზარდის მორალურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ზეგავლენისა და მასწავლებელთა და მშობელთა ურთიერთობების შესახებ;
• სტაჟირების პროცესის შესახებ პერიოდულად წერილობითი ანგარიშების მომზადება.
• რეფორმის მიმდინარეობის, განსაკუთრებით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ფსიქოლოგიური ბარიერების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების დასახვა.
მოთხოვნები
სავალდებულო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება–ბაკალავრიატი (სრული) ან მაგისტრატურა (სრული ან დაუსრულებელი) ფსიქოლოგის ან მომიჯნავე სპეციალობაში (სრული ან დაუსრულებელი);
• განათლების სასკოლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმირება და მის განვითარებაში მონაწილეობის ძლიერი მოტივაცია;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
• კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.
სასურველი მოთხოვნები:
• სამუშაოს აღწერილობაში მოცემული საკითხების თეორიული და მინიმალური პრაქტიკული გამოცდილება;
• ჯგუფში და ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა 2009 წლის 18 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ მოკლე ავტობიოგრაფია (CV) და მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) ელ ფოსტის შემდეგ მისამართზე:
info@vekua42.edu.ge
...........................................
p.s.
არ გინდათ ახლა, მადლობა საჭირო არაა
This post has been edited by teoj on 23 May 2009, 11:25