კარგად მოგეხსენებათ ყველას, რომ ვეებერთელა წამყვანი ბიზნეს-ჯგუფი ჯორჯიის სხვადასხვა ბიზნესებისა აწყობს დიდ ფასდაკლებებს ყველასთვის, ვინც ადგ. არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, როგორც ამომრჩეველი...
მიაწერენ ამას ყველაფერს პროგრესულად მოაზროვნე ბიზნესის მცდელობას სამოქალაქო აქტივობის ამაღლებისთვის და ცესკოც ამაში რაიმე სამართალდარვევას ვერ ხედავს, მარა...
ეს რომ პირველ ტურში მომხდარიყო, პრობლემა არ იქნებოდა, მეორე ტურში კი რადგან ხდება და მეორე ტური ყველგან არ იმართება, შესაძლებლობათა მხრივ ხდება ერთგვარი სეგრეგაცია ამ საარჩევნო-ტერიტორიული ნიშნით ჯორჯიის მოსახლეობისა, რაც ფრიად არამართებული და დაუშვებელია...
ამიტომ აქ მსოფლიო დემოკრატიის თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად მოსახლეობის საყოველთაო სეგრეგაციასთან (დაყოფასთან) გვაქვენ საქმე, გამოყოფილ გარკვეულ ნაწილთათვის დროებითი პრივილეგია-შეღავათების მინიჭების მიზნით, რაც არა თუ სამართალდარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულიცაა და მოითხოვს საკანგისოსებიან მიჭირხვნას მის ინიციატორთა და სულისჩამდგმელთა...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...