...გუშინ მესკალიტოს გავეხუმრე, ვერ გაიგო იუმორი და დამტოვა...რაღა მექნა, შუაღამის აგრილებულზე ავაჭერი ზღვაზე და მოუსმინე სიჩუმეს. სასიამოვნო გრილი ნიავი, ბადრი მთვარე და მაგარი საყვარელი სანახაობა - როგორ ცელქობენ ზღვის პატარა ტალრებზე მთვარის ათინათები.
...ვიგრძენი ზურგიდან, ვიღაც ტიპი მომიახლოვდა..მივიხედე და ვხედავ
მოდი , ჩალის ქუდში, სახატავით, მოლბერტით და ფუნჯით ხელში!..თბილი შინაურული მოკითხვა-მიკითხვის მერე, საუბარი ჩამოვაგდეთ ხელოვნების ფსიქოლოგიაზე.
...მეთქი, მაშინ როგორ იყო, შენ და პიკასომ ლამის ერთმანეთი რო დაბდღვენით ერთი ქალის დახატვაზემეთქი?!
გაკვირვებულმა შემომხედა, ვერ მიგიხვდი კითხვასო...მერე - ააა... გულიანად გაიცინა და მეუბნება - პიკასო შეუდარებელი ვირტუოზია და ისინიც, ვინც იმ შეჯიბრში მონაწილეობდნენ, უბრალოდ მე გამიმართლა იმაში, რომ ვინც მე მიყვარდა და ვხატავდი, იმან მაჩუქა ზღვაო!
...ჰო, მართლა გაუმართლა
მოდი-ს! (ახლა არ მკითხოთ ვინ მოდისო?!

)
მანამდე კი სადროს გაუმართლა, ბოტიჩელს!...
ხოლო, კიდე უფრო ადრე - მეფე პიგმალიონს!...
...მაგრამ, მოდილიანი უფრო ჩემი ძმაა და იცით რატომ?!...ის ხატავდა ქალს და ეტრფოდა ზღვას, ეტრფოდა ქალს და ხატავდა ზღვას!...მართლაც და ზღვისფერი არსად ისეთი მიმზიდველი და მომნუსხველი არ არის, როგორც ქალის მზერაში!...მე რომ მკითხოთ, არცერთ ხელოვანს ისე არ ჩაუღვრია და გაუცოცხლებია ზღვა ქალის თვალებში, როგორც მოდილიანს!...და ესენიც დამეთანხმებიან ალბათ:
...ხო და კიდე, ალბათ ვიღაც იკითხავს - მერე რას ხედავ აქ ისეთს, ფსიქოლოგიურსო?!
ადამიანია და გუნება, ის ვიღაც ხო შეიძლება ენჯეოშნიკი იყოს და დაიგრუზოს ამ ისტორიაზე...რატომ იმენა ჟანა შეუყვარდა მოდილიანს და არა - ცისფერთვალება ჟერარი-ო?!..ნუ, რას ვიზამთ, ასეთი "დისკრიმინაციული" ბუნება ჰქონდა მოდის - რატომღაც იმენა ზღვა და ზღვისფერთვალება ქალები ევასებოდა!
>>>>>>მაგრამ, აქ ეს არაა მთავარი, არამედ ამ თემის მთავარი კითხვა:
ხელოვანი იმას ხატავს, რასაც ხედავს თუუ... ხატავს იმიტომ, რომ დაინახოს ის, რასაც განიცდის???!!!...და რატომ ჰქვია "სულის ამ დვიჟენიას" ხელოვ-ნება?!..."ხელი", "შეხება","ნება"
ა)ნება შეიძლება გქონდეს, მაგრამ ხელი შეიძლება "ისეთი ადგილიდან" გეზრდებოდეს, რომ ვერასოდეს ვერ შეეხო იმას რასაც განიცდი!
ბ)შეიძლება ძაანაც ცქვიტი ხელი გქონდეს, ნება კი არა და მხოლოდ მუმუს აწვალებდე! ხელცქვიტი ხელოვანი და ხელმრუდი ხელოსანი!
პ.ს.: არა, მოდი - სულ სხვა იყო, როცა უყვარდა, ამ სიყვარულით ერთვოდა ზღვას და ხანდახან, როცა ტიროდა, ხატავდა ღიმილს!...
This post has been edited by Stalker2005 on 12 Jul 2014, 20:48