მინდა განვიხილოთ საქართველოში არსებული პრობლემები. დავიწყოთ ყველაზე აქტუალური საკითხით... არ მესმის რატომ გგონიათ უმრავლესობას, რომ არაქალიშვილი ბო*ია, ადვილად იკერება, ყველას უწვება. თუ მამაკაცს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილებები და შეუძლია თავისუფლად დაიკმაყოფილოს თავი, რატომ არ შეუძლიათ ეს ქალებს?! არ ტეხავს, არა! ''გახვრეტილი'' ქალიშვილები რომ არიან ის ჯობია? ეკლესიაში სხვის დასანახად რომ დადიან და სახლში ასვლისთანავე გათხოვებაზე ოცნებობენ, რამე რომ ეშველოთ.

თავის დაკმაყოფილების სურვილის გამო მიყვებიან 2თვის გაცნობილებს ცოლად და ოჯახების დანგრევა უკვირთ. აი, ის ქალიშვილები ყოველ დღე სადარბაზოში რომ დგანან (ოღონდ თავისი უბნის რომელიმე სადარბაზოში არა, ვინმემ არ დაინახოს) ხან ერთ ბიჭთან და ხან მეორესთან, სხვა გოგოზე თუ გაიგეს ბიჭს აკოცაო სვამენ უაზრო კითხვებს: ''არსებობს ვინმე, ვისთვისაც ჯერ არ უკოცნია'' და ბიჭები პასუხობენ: ''არამგონია''. ყველამ თავის უკანალს მიხედოს

ის, რომ არაქალიშვილობა არ ტეხავს, არ ვრცელდება 13 წლის გოგოებზე, ამიტომ ზოგიერთებს ნაადრევად გაგიხარდათ... მეორე პრობლემა - განსხვავებული სტილი, შეხედულებები, გემოვნება... გოგო უსმენს როკს და აცვია შავი ფერის ტანსაცმელი, ის უეჭველი ემოა და ღამე სასაფლაოზე კატებს ატყავებს

გოგოს აცვია მოკლე შორტი, საზოგადოება: ''რა არის, ტრუსიკით გამოსულიყო''. გოგოს ბიჭმა ხელი გადახვია .. ''ამას პატრონი არ ჰყავს?'' და მრავალი სხვა შემთხვევა, რომელსაც ყოველ დღე წააწყდებით თბილისის ქუჩებში.ახლა, შემთხვევა სოციალურ ქსელებში: გოგომ დაწერა თამამი კომენტარი +34242 მეგობრობის თხოვნა :| გოგომ გამოთქვა აზრი, რომ ქორწინებამდე ურთიერთობის წინააღმდეგი არაა და ბიჭი ეთანხმება: ''ხოო, რა არის ამაში გასაკვირი'', 5 წუთში კი : ''იქნებ შევხვდეთ სადმე''... მერე უკვირთ ბიჭებს, საიდან ამდენი კომპლექსი. ბიჭების ბრალია, ხამებივით იქცევიან და კაბები ვერ ჩაუცვამთ გოგოებს... მესამე... ''კაბას და შორტებს არ ჩაიცვამ და არსად არ გახვალ დღეს'' - ბიჭი ეუბნება შეყვარებულს ძმაკაცების თანდასწრებით, მაგარი ტიპი ხო უნდა გამოჩნდეს, არა?! გოგოებო, ნუ აძლევთ იმის უფლებას, რომ გიბრძანონ და თავზე არ დაისვათ. ახლა თუ უკვე გიკრძალავთ რაღაცებს, მერე რა იქნება... თუ ასეთი რამ თქვენს ურთიერთობაშიც ხდება, დაელაპარაკეთ. მეოთხე-''დაგაფსით დაფასებულ თავზე''. ხშირად შემხვედრია ასეთი ტიპის კომენტარი. გოგომ თავი თუ არ დაიფასა, მერე ადვილად ბეზრდებათ ბიჭებს და იკიდებენ, მაგრამ არც ისაა კარგი ''მე პირველი არ მივწერ''. დაიფასეთ, მაგრამ ზომიერად. ისე ბიჭებსაც ამას ვურჩევ, 2 დღის გაცნობილს არ მისწეროთ ''ჩემო გოგოო'' ან ''მიყვარხარ'' და მაშინვე ფეხებში არ ჩაუვარდეთ. ახლა ჩემი რამდენიმე რჩევა: ისწავლეთ მეგობრობა, ძმაკაცობა, დაქალობა, სიყვარული, პატივისცემა <3 დაეხმარეთ მას, ვისაც სჭირდება დახმარება, ნუ გარბიხართ ქვეყნიდან, არამედ გააკეთეთ რამე მის სასიკეთოდ. ნუ ჭორაობთ, ნუ განიკითხავთ, ნუ ფარისევლობთ, ნუ ამბობთ, რომ უბედურები ხართ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ, გაიღიმეთ, იცხოვრეთ დღევანდელი დღით და გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა :* თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, აღარავინ იფიქრებს საქართველოდან გაქცევაზე, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ყველაფერი! <3 P.S ვიცი, ამის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი არაპატიოსანს მიწოდებს (არ ვიცი რა ლოგიკით), ზოგიც დაწერს, არაქალიშვილი ხარ და გული შეგტკივაო

მაგრამ რამის დაწერამდე დაუფიქრდით და ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს, მე არავის არ განვიკითხავ, უბრალოდ მინდა, რომ ხალხმა თვალები გაახილოს. მადლობა ყურადღებისთვის ! <3