ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში შესაძლებელია!
ნუ გაგიკვირდებათ ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ, “ნაცმოძრაობა” დაბრუნდება ხელისუფლებაში! ამას ქართველი ხალხი გააკეთებს და ამის ძალიან ბევრი და სერიოზული წინაპირობა არსებობს:
1. “ნაცმოძრაობა” არის გამოცდილი, გავლენიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის მართვის რეალური გამოცდილება გააჩნია. არცერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, არ აქვს ასეთი შესაძლებლობები, როგორიც “ნაცმოძრაობას” გააჩნია.
2. “ნაცმოძრაობას ჰყავს სტაბილური “ცეცხლში გამოცდილი” პოლიტიკური ისტებლიშმენტი და სერიოზული მხარდამჭერი ელექტორატი, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება.
3. “ნაცმოძრაობას” აქვს სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა დასავლეთში და მისი პოლიტიკური კავშირები და კაპიტალი უზარმაზარია. სააკაშვილი დასავლეთში ყოფნით არ თამაშობს, ის იქ სერიოზულად მუშაობს!
4. “ნაცმოძრაობას” აქვს დიდძალი ფინანსური კაპიტალი, რაც შესაბამის დროს იქნება გამოყენებული ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
5. “ქართული ოცნების” უუნარობისა და არაეფექტურობის ფონზე, ასევე მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისების გამო, რაც გარდაუვალია, ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება მათი დაბრუნებისათვის.
6. საქართველოში არსებული “არასამთავრობო” ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს, მხარს უჭერს “ნაცმოძრაობას”, ან/და აფელირებულია მასთან, რომლებიც თავის მხრივ ფინანსდებიან დასავლეთიდან. ამას უნდა დავუმატოთ რუსთავი 2 – რომელიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მთავარი ინსტრუმენტია.
7. “ნაციონალურ” მოძრაობას, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია საყოველთაო სახალხო გამოსვლები დაიწყოს და ნებისმიერ დროს, კანონის ფარგლებში, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ქვეყანაში, რაშიც მოსახლეობა დაუჭერს მხარს, რადგანაც ეს სამართლიანი მოთხოვნები იქნება და ნურავინ იტყვის, რომ “ნაცმოძრაობას” არავინ არ აუბამს მხარს! (თუ ბურჯანაძის და სხვების რეანიმაცია შესაძლებელი იყო, რატომ არ შეიძლება ეს “ნაცმოძრაობის” შემთხვევაში მოხდეს?)
8. არ დაგავიწყდეთ, რომ სასამართლო ხელისუფლება და მინიმუმ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოლეგია, ნაწილობრივ იუსტიციის საბჭო, სასამართლოს კონფერენცია, რომელიც შედგება მოსამართლეებისაგან და რომელიც ირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის ადმინისტრაციულ ორგანოებს და იუსტიციის საბჭოს წევრებს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო, “ნაციონალური მოძრაობის” კონტროლის ქვეშაა. (მინიმუმ, ნაწილობრივ მაინც) ამას დავუმატოთ, შსს-ში, პროკურატურაში და სხვადასხვა სამინისტროებში მომუშავე, როგორც რიგითი, ასევე თანამდებობის პირები, რომლებიც ამჟამადაც ინარჩუნებენ თანამდებობებს. ესაა ის “გვარდია”, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავის სიტყვას იტყვის თავის დროზე და მხარს დაუჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”.
9. პარლამენტში არსებული კონფიგურაცია კი შესაძლოა ისე უცაბედად შეიცვალოს, რომ ეს თვით “ოცნების” ლიდერებისათვისაც მოულოდნელი იყოს – თუ რომელიმე “ოცნების” ფრაქცია ან/და ჯგუფი, ვინც დატოვებს კოალიციას და შეუერთდება “ნაციონალებს”, მაშინ, მყისიერად იქნება შესაძლებელი მთელი მთავრობის დათხოვნა, თავის პრემიერ-მინისტრიანად და ახალი უმრავლესობის და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, სადაც “ქართული ოცნების” ადგილი, შესაძლოა მხოლოდ, უუნარო ოპოზიციაში აღმოჩნდეს.
“ნაცმოძრაობა” შეგვიძლია შევადაროთ იმ პოლიტიკურ ცხოველს, რომელმაც თავისი პოლიტიკური ინტუიციით, ზუსტად იცის, თუ რა დროს, როგორ და რანაირად იმოქმედოს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემიძლია დავასკვნა, რომ ხმები “ნაცმოძრაობის” გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია.
და ბოლოს, “ნაცმოძრაობას”, მიუხედავად მისი 9 წლიანი მმართველობისა, ნამდვილად აქვს შანსი დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ის ამისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება.
ლერი მჟავანაძე
გესმით ხალხო? ლერი მჟავანაძე ამბობს!!!!
http://www.tzona.org/saakasvili-dasavletsi...ozulad-musaobs/