როგორ შეიძლება ბიზნესს გაუჩნდეს სურვილი მოახდინოს არჩევნებზე ხალხის მისასვლელად მათი სტიმულირება?
პასუხი მარტივია - თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა !
ბიზნესი განთავისფლდა ოცნების ხელში და ახლა ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში და ხალხი მივიდეს არჩევნებზე
ფაქტი იმდენად საინტერესოა და ხაზს უსვამს ზეწოლებისგან თავისუფალ ბიზნესს, რომ ამ ნაბიჯის კანონიერბაზე საუბარს აზრი არ აქვს ჩემი აზრით, ჯობია ყველამ ერთად გავიხაროთ თავისუფალი ბიზნესის არსებობით და ვადიდოთ მისი შემოქმედი, საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი !
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სულ ტყუილად, არ შეიძლება დასცინო საოცრად თავისუფალ ბიზნეს და ამ "თავისუფლების" გარანტორ ხელისუფლებას !
ასე რომ ნუ დასცინებთ !
პ.ს. თითი მანახეთ, არჩევნებზე თუ ხართ ნამყოფი ფასდაკლება გეკუთვნით !