მართლა მაინტერესებს. თეორიულად რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამ შედეგს.
I ტური:
ქართული ოცნება (41) ---9 468 ხმა (45,1%)
ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია (3) --- 5 448 ხმა (25,95%)
II ტური:
ქართული ოცნება (41) ---10 917 ხმა (88,64%)
ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია (3) --- 1 399 ხმა (11,36%)
I ტურთან შედარებით II ტურში, ოცნების ამომრჩეველი 9 468 კაციდან გაიზარდა 10 917 კაცამდე ანუ მათ მოიმატა 1 449 კაცით. ე.ი. გაიზარდა 15,3%-ით რაც შეგვიაძლია ასე თუ ისე ლოგიკურდა ჩავთვალოთ.
მაგრამ ერთ. ოპოზიციის ამომრჩეველი I ტურში იყო 5 448 კაცი, ხოლო მეორე ტურში კი შემცირდა 1 399 კაცამდე, ანუ დაიკლო 4 049 კაცით ე.ი. შემცირდა 74, 32%-ით.
ჰოდა ახლა ისმის ლოგიკური კითხვა - სად წავიდა ერთიანი ოპოზიციის ეს 4 049 კაცი II ტურში, რაც 3/4 ნაწილი იყო მათი მთლიანი ამომრჩევლების?
ერთად-ერთი ლოგიკური ახსნა ამას შეიძლება ჰქონდეს - I ტურში ამ 5 448 კაცს ბურჯანაძე მაყუთს უხდიდა მათთვის ხმის მსიცემად, II ტურში კი მაყუთი აღარ გადაუხადა და ეს ხალხი არჩევნებზე არ წავიდა. მარაა, შეიძლება რეალურად მსგავსი რამე მომხდარიყო? თუ არა და სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს? თუ ხო, ანუ რა გამოდის, საქართველოში მხოლოდ პირდაპირი გზით ამომრჩევლისთვის ფულის მიცემა წყვიტავს მთლიანად არჩევნებში გამარჯვებული ბედს? ანუ კუკავამ რომ საიდანღაც უცბად 50 მილიონი იშოვოს და მთლიანად საპარლამენტო არჩევნებში ჩადოს, არჩევნებს მოიგებს და ხელისუფლებაში მოვა?
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)