სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ვაგინის დარაჯი, ანუ უფრო ფოლკლორ მეტყველებაში მუტლის დარაჯი ჰქვია მამრს საქართველოში, რომელიც აქტიურად დარაჯობს ახლობელი მდედრის ვაგინას და იცავს მას მავნე ზემოქმედებისაგან.
ახლობელი მდედრი აუცილებლად უნდა იყოს ეთნიკური ქართველი, ოჯახის წევრი, ნათესავი, თუმცა, შეინიშნება სხვა რეციდივებიც. კერძოდ, მამრი თუ ენერგიულია, შეიძლება მოქმედების არეალი გააფართოვოს და დარაჯობა გაუწიოს - მეზობელს, მეგობარს, ჯგუფელს, ძმაკაცის ახლობელს და თვით მთელი საქართველოს მდედრობითი სქესის მოსახლეობას.
შეგხვედრიათ თუ არა ასეთი ადამიანები და რა კონკრეტული მახასიათებლებით შეიძლება მათი ამოცნობა? გთხოვთ, დაწერეთ როგორც პირადი გამოცდილება, ისე სხვათა მოყოლილი მითები და ლეგენდები