კარგი პროგრამისტიც მიაწერე ამ საქმეს ნამდვილად სჭირდება
სესხის არ დაბრუნება ეს ამ თემიდან
ბერკეტს რაც შეეხება თანხის დაბრუნების:
1. რეკავენ და გახსენებენ, რომ თანხა გაქვს დასაბრუნებელი;
2. კიდევ გახსენებენ;
3. უკვე ითხოვენ დაბრუნებას და იწყებენ მუქარას, რომ შავ სიაში შეგიყვანენ;
4. მოდის სახლში საკრედიტო მენეჯერი;
5. უფრო ითხოვენ და უკვე გემუქრებიან სასამართლოთი;
6. სესხი გადაეცემა პრობლემურებს და კიდევ რეკავენ და უკვე მკაცრი ტონით ითხოვენ;
7. მოდის პრობლემური შენთან სახლში რამდენჯერმე;
8. საქმე გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს;
9. იურიდიული გირეკავს და გახსენებს, რომ საქმე სასამართლომდე შეიძლება მივიდეს;
10. მერე სახლში მოგდის სასამართლო უწყისი;
11. იმართება სასამართლო. სასამართლო დაადგენს, რომ ვალი უნდა გადაიხადო და გამოსცემს აღსრულების ფურცელს. ასევე სასამართლოს ხარჯებსაც შენ იხდი;
12. ეს ფურცელი გადაეცემა სააღსრულებლოს და თუ რამეა შენზე გაფორმებული, ჩამოგაწერენ ყველაფერს სანამ არ დაკმაყოფილდება ბანკის კანონიერი მოთხოვნა;
12.1. თუ არანაირი ქონება არ გაქვს და ხელფასსაც არ იღებ, ეს სააღსრულებლო ფურცელი უბრუნდება ბანკს და ინახება 10 წლის მანძილზე. თუ ამ ხნის მანძილზე რამე ქონება შეიძინე ან ბანკში ჩაგერიცხა თანხა ან ხელფასს იღებ და ეს ცნობილი გახდა ბანკისთვის, ჩამოგაწერენ მაინც ყველაფერს. თუ 10 წელი გავიდა, ბანკს შეეტენება ეს სესხი და მანამდე შავი სიიდანაც ამოხვალ.
თუმცა არამგონია არ დამბრუნებლების რიცხვი იმდენი იყოს რომ დაეტყოს შპს-ს. ძირითადად აბრუნებენ ხოლმე ან უარესი ხალხისთვის და შპს-სთვის უკეთესი მე თუ მკითხავ გადავადებას აკეთებენ, რაც საკმაოდ ძვირი ღირს თუ დღევანდელ ფასებს გადავხედავთ ონლაინ კრედიტების. პ.ს თუ აპირბე ამ საქმის წამოწყებას იქნებ PM მომწერო რა კაპიტალის დაბანდებას აპირებ?
This post has been edited by Guluuu on 8 Jun 2014, 22:29
The quieter you became, the more you are able to hear.