
თრილერი (ინგ. Thrill – მღელვარება, შფოთვა) – ჟანრი კინოსა და ლიტერატურაში, რომლის მიზანიც მაყურებლის და მკითხველის აღელვებაა.
მაგალითად საშინელებათა ფილმში მაყურებლის ასაღელვებლად და შესაშინებლად საჭიროა საშინელი გარეგნობის უარყოფითი გმირი. თრილერში სულ სხვა რამ ხდება. საჭიროა მთავარი გმირი (გმირები) განიცდიდეს შიშს, მღელვარებას, მოუსვენრობას, გაურკვევლობაში ყოფნის შეგრძნებას. ავტორმა სწორედ ეს უნდა დაანახოს ხალხს. საჭიროა მკითხველს/მაყურებელს ღრმად ჩაახედოს ადამიანის სულში. აჩვენოს მისი საშინელი შინაგანი მდგომარეობდა, სტრესი რომელსაც განიცდის და რაც ასევე მთავარია, ცუდი რეალობა, რომელშიც იმყოფება და რომელმაც ის აქამდე მიიყვანა. მაგალითად მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი – გოგონა წავიდა ტყეში. მას თავს დაესხნენ ვიღაც გადარეული ახალგაზრდები. გოგონა დასისხლიანებული გარბის და თავის გადარჩენას ცდილობს – დიდი არაფერი, მაგრამ ნიჭიერი მწერლისა და რეჟისორის ხელში, კარგი ფილმი/წიგნი გამოვა.
ჩემი აზრით ამ ჟანრში მოღვაწე ადამიანს სჭირდება შემდეგი:
1. რეალისტური ხედვა (თუ რა თქმა უნდა ფილმს არ იღებს, მაგალითად საშინელებისა და თრილერის ჟანრში).
2. ადამიანის ფსიქიკის კარგად ცოდნა.
3. გმირის/გმირების შინაგანი სამყაროს სხვისთვის ჩვენების უნარი.
4. შეიძლება რაღაც სასწაული სიუჟეტი არ ჰქონდეს, მაგრამ საჭიროა შეეძლოს მოქმედების ისეთი განვითარება, მაყურებელი/მკითხველი, რომ ვერ მიხვდეს რა მოხდება შემდეგში.
5. არაპროგნოზირებადი ფინალი, რომელიც ადამიანს აოცებს და დიდ შთაბეჭდილებას უტოვებს.
თრილერის ელემენტები ყოველთვის გვხვდება საშინელების ჟანრში და პირიქითაც ძალიან ხშირად არის ხოლმე (მაგ. ,,წყევლა”, ფანტომი”,,ზარი”, ,,ნათება” და სხვა).
არსებობს ერთი ისეთი ნიუანსი, რომელიც უნდა აღინიშნოს. უმეტესად თრილერში მოქმედება ვითარდება დანაშაულის ჩადენამდე, დეტექტივში კი ჩადენის შემდეგ. მაგალითად: ახალგაზრდა გოგონას დასდევს მანიაკი. მთელი ფილმი ამაზეა და საბოლოოდ გოგონა კვდება. დეტექტიურ ფილმებში უმეტესად ასე არის: პოლიციელები იპოვიან მოკლულ გოგონას და ეძებენ დამნაშავეს. თუმცა ამ ჟანრში მოღვაწე ადამიანი ამან სულაც არ უნდა შეაშინოს. თრილერს არ აქვს რაღაც ,,ჩარჩოები”, რომელიც ავტორს ზღუდავს. ყოველთვის შეიძლება რაიმე განსხვავებულის მოფიქრება, თუკი დაცული იქნება აუცილებელი პირობა – ადამიანის სულიერი მდგომარეობის კარგად გადმოცემა.
ცნობილი მწერლები:
სტივენ კინგი

ტომას ჰარისი

რობერტ ბლოჰი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სტატია მე დავწერე და მგონი ცუდი არ არის.
This post has been edited by Forrest 13 on 21 May 2014, 11:51