ვეცდები მოკლედ მოვყვე
"ის- ქუჩის ჩხუბები, კლუბები, ნაშები
მე - სახლი ,სწავლა, წიგნები
შეგვიყვარდა ერთმანეთი, არ უნდა ბევრი მხატვრული ეპითეტი - აი, იმ, "ნამდვილი" სიყვარულით. ის აგრძელებდა თავის სტილში ცხოვრებას- როცა გავიცანი, ისეთი იყო, როცა შემიყვარდა, ისეთი იყო, შესაბამისად, არც მიცდია და არც მდომებია, შეცვლილიყო. სულ ამბობდა, რომ პრობლემებს მიქმნიდა და ცდილობდა, ცოტა დაწყნარებულიყო.
გაზაფხულზე გაირკვა, რომ შემოდგომაზე ერთი წლით მიწევდა ქვეყნიდან წასვლა. რა თქმა უნდა, მაშინვე ვთქვი, რომ მის გარეშე ვერ გავძლებდი. ამაზე ძალიან ინერვიულა, ისედაც ყველაფერში ხელს გიშლიო და ეხლა ეს შანსი ჩემს გამო რომ გაუშვა ხელლიდან გავგიჟდებიო.
ამ ამბიდან რამდენიმე დღეში გამომიცხადა, აღარ მიყვარხარო, დავშორდეთო. დეტალებს არ მოვყვები, საკმაოდ ემოციური საუბარი ( და არანაირი ყვირილი და ჩხუბი, რა თქმა უნდა) გვქონდა და "დავშორდით".
ამას დაემატა ისიც, რომ საკმაოდ სერიოზული, თან ორი პრობლემა აღმოაჩნდა ისეთი, რის გამოც სრულფასოვანი ოჯახი ვერ შედგება

თუმცა ისიც იცის, რომ ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.
იმის მერე 4 თვე გავიდა. რამდენჯერ ვცადე დალაპარაკება, გამირბის. იმისმა ერთადერთმა მეგობარმა იცის ჩვენი ისტორიის დეტალები და იმასაც უთქვია, შენთან ბედნიერი ვერ იქნება ხო იცი და გაუშვიო. საშინლად მიჭირს, არადა ოქტომბრის ბოლოს უკვე უნდა წავიდე. რომ ვიცოდე, რომ ვუყვარვარ, რა თქმა უნდა არ წავალ, ჯერ ერთი მეც გამიჭირდება, ვიცი. თან ერთი წელი ძალიან დიდი დროა, უკონტაქტოდ, მართლა შეიძლება გადავუყვარდე, მითუმეტეს გოგოების ყურადღების არ უჩივის, თან ეხლა უკვე მატერიალურადაც საკმაოდ შეძლებული გახდა და დიახაც, მეშინია, რომ სანამ აქ არ ვიქნები, ათასი დაინტერესებული სუბიქტი გამოჩნდება.
მაგრამ თუ აღარ აქვს მართლა გრძნობა, მირჩევნია სიმართლე ვიცოდე და მაშინ უფრო ექნება წასვლასაც აზრი, ცოტა ყურადღებას გადავიტან

შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და 4 თვის განმავლობაში არ მოგენატროს, მისი ნახვა არ გინდოდეს, მასთან საუბარი...
არ ვიცი, რა ვქნა...
ცოტა ნორმის ფარგლებში იშაყირეთ რა

და თუ რამე ცოტა სერიოზულ რჩევას ან აზრს გამოთქვამთ, ძალიან დამეხარებით "