ნუ საწყალი ეს ეროსი კაცო. რა გულითადი სალამი იცოდა.
მაგრამ მე მინდა სხვა საკითხს შევეხო.
ესეიგი ალსიდეს გიჯას დამაქცევარი გოლი მინახავს მარაკანაზე. ცოცხლად.
და ამაზე გასაკვირია რომ 1998 და დაჟე 1994 წლის ფინალი მინახავს საქართველოში.
თავიდან ბოლომდე. კლასიკური უშუქობის ხანაში. ვინ გაბედავდა მაშინ ფინალზე შუქის გამორთვას.
და 2014 წლის მსოფლიო მუნდიალის ფინალი ვერ ვნახე.
ბათუმში, ამ შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში.
ესეიგი გამოირთო შუქი 22:55 წუთზე. მთელ ბათუმსა და აჭარისტანში არ ვიცი, მაგრამ ჩემ უბანში. ქალაქის ცენტრში.
დაველოდე 15 წუთი და ჩავვარდი უახლოეს რესტორანში, საცა გენერატორი აამუშავეს.
ჩემი ფეხები -არავის ფეხბურთი არ ადარდებდა და იყვნენ ტინგიცობაში რაღაც რუსულ სიმღერაზე.
ბედად იქვე ბულ'ვარის რომელიღც სპორტულ მოედანზე აჩვენებდნენ დიდ ეკრანზე.
ვუყყურე ესე ჰიგვაინის გოლიდან ტაიმის ბოლომდე მაგრამ ხარისხი არ ვარგოდა და დავრეკე სახში.
მითხრენ რო შუქი მოვიდა. დავბრუნდით.
და შუქი ეხლა რანაირი მოსულა. ეგეთი შუქი არ მინახავს 1993 წლის იანვარშიც.
ძაბვა იმისთანა იყო რო ტელევიზორი ვერ აანთო. ნათურას ძლივს ანთებდა ბლიად.
ცოტა მოემატებოდა, ჩაირთვებოდა 1 წუთით, დავარდებოდა ისევ - გამოირთვებოდა.
ვუყურე ნახევარ-ნახევარი წუთი სამჯერ მეორე ტაიმში, დავადგინე რო ხედირა არ არის და 85-ე წუთზე აიწია ძაბვამ, მივედი ძირითადი დროის ბოლომდე და ვიფიქრე რო გვეშველა და აღარ წავა.
ჩემი ფეხები - მასკერანოს რო მასსაჟისტი ფეხებზე მალამოს უსვამდა, ზუსტად იმ დროს ისევ დავარდა.
მოვიდა 112 წუთზე, ზუსტად შურლეს გარღვევის დროს.
და მერე აღარ ჩამქრალა თქვენ წარმოიდგინეთ.
და დანარჩენი დღეებიც სულ იყო.
რაც აქტივში უნდა ჩაეწეროს ამხ. ხაბაძეს, კალაძეს და ბატონი ავთოს ზონტიკის დამჭერს.
მაგრამ ყველაზე დამთრგუნველი ის იყო რო ამსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე შუქის გამორთვის მერე უშუქო ბათუმლები ჩუმად გამოვიდნენ აივანზე და მორჩილად ელოდნენ დენს. და როდესაც უხამსად ვუგინე პრემიერ მინისტრი, მორცხვად იღიმებოდნენ.
აი ეს გასიებული გომბეშო.
(იხ. ფოტო)
რომელსაც ჩვენ პალმების მკრეჭელად დავნიშნავთ X წელიწადში.
ეგეც ზედმეტია დაჟე.
და ეს ენერგეტიკის მინისტრი. ეწ კალოშმიჯმული ავტოგოლისტი.
რომელიც დაჟე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
სხვა მხრივ, ტურისტები არიან. უმეტესობა რუსი ან უკრაინელი. არიან სომხები, აზერები. ნორმალური რაოდენობით,
დაჟე კოლიზეუმი აუშენებიათ.
ამ დებილებს.
მეორე პოსტში გაგაცნობთ მდგომარეობას ახისკას რეგიონში.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)