საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ზურაბ ძლიერაშვილისა და ნინო ბაქაქურის კანდიდატურები წარუდგინა.
ზურაბ ძლიერაშვილი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს ფლობს. 2005-2008 წლებში ის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საპროფესოროს ხელმძღვანელი. 2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი.
რაც შეეხება ნინო ბაქაქურს, ის 1998-2004 წლებში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2004 წელს იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ხოლო 2008 წლიდან დღემდე იურიდიულ კომპანიაში ,,ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები” საბანკო და ფინანსური სამართლის სფერო აბარია.
უზენაეს სასამართლოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე წევრის არჩევის საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ მომავალი კვირის რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.
http://news.ge/ge/news/story/97862-prezide...urebi-gaugzavna» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by elRellano on 17 Jul 2014, 22:13