9 ოქტომბერს (გუშინ) უგულავამ გამოსცა ეს ბრძანება:
ქ. თბილისის მერი
ბრძანება №23
2012 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ნუ თავი დავანებოთ იმას აქამდე რატომ არ შექმნა და პოლიცია აბა რისთვისაა?

გიგი ზონდერების შეკრებას აპირებ შე ახვარო?
პად კრიშეი მერიი...
თავი II
სამსახურის ფუნქციები
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ქ.თბილისის მერიის ობიექტების, ქ. თბილისში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების, ქ.თბილისის მერიის და ქ. თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში არსებულ ქონების დაცვა;
გ) საჭიროების შემთხვევაში ქ.თბილისის მერის, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვა;
დ) ქ.თბილისის მერისათვის დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
ე) სამსახურში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;
ვ) ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება;
თ) ქ. თბილისის მერიის ობიექტებში, ბაღებში, სკვერებში, პარკებში, ქ.თბილისის მერიის და ქ. თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირების მოხდენა;
ი) ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მთავრობის ან ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დელეგირებული ფუნქციების განხორციელება.
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...View&id=1753626 This post has been edited by kakala on 10 Oct 2012, 09:43