#41710929 · 21 Jul 2014, 14:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ცოდნა, სწავლა, განათლება მარტო სამკაული არ არის კაცისა, პირველწყებისა საჭიროება როგორც პური, როგორც წყალი, როგორც საჭმელი და სასმელი" - ილია ჭავჭავაძე.
მეგობრებო, საქართველოს უახლოეს ისტორიაში მთავრობად მოგვევლინა ძალით - თუ ჩვენივე სიბრიყვით ხალხი, რომლებიც სოციალურ მეცნიერებას - როგორიცაა პოლიტიკა, ფილოსოფია არაფრად აგდებდნენ და მოსახლეობას თავზე მოახვიეს ოპორტუნისტობა, თაღლითბა, დასმენა, ბროკილები, ცრემლები.
ამჟამად, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპაციისგან გადარჩენილმა ნაწილმა, ისევ მოახერხა ცვლილების განხორციელებაა და მოაშორა სააკაშვილის ტრუპენტელმა მთავრობა, მის მაგივრად მოგვევლინა ხელისუფლება, რომელიც ისევ ერთ კაცზეა აგებული.
დღეს ვხედავთ, რომ დემოკარტიულ საქართველოში (როგორც ჩვენ უწოდებთ ჩვენ საცოდავ ქვეყანას), სათავეში ისევ უცოდინარი და ქოსატყუილა ხალხია....
ირაკლი ღარიბაშვილზე - ამ "წარმატებულ ყმაწვილზე" არაერთხელ გავხსენი თემა ამ ფორუმზე. მიმაჩნია, რომ მაღალი ხელფასების და პრემიების აღება, ფსევდოსაქმიანობა, ეხლა კი მინისტრების გადაყენება, არის პირველ რიგში მისი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბრალი. ივანიშვილის ოჯახს ღმერთმა ბევრი მისცეს, თუმცა სახელმწიფოს მართვა მეცენტობა არაა, არც ძვირად ღირებული პორტრეტების აუქციონზე შესყიდვა.
დღეს სილა გააწნეს ისევ იმ ხალხს, რომელიც 9 წელია პატივის, სიმართლის აღდგენას და ქონების დაბრუნებას ითხოვს.
თუ მავანი ფიქრობს ესეთი კოსმეტიკური ცვლილებები ამ მთავრობის მეთაურს შეუნარჩუნებს თანამდებობას, მაშინ სიტყვას ვდებ, რომ ეს ფსიქიურად შერყეული ყმაწვილი [ღარიბაშვილი] წლის ბოლომდე მთავრობის გადახალისებას ისევ შეეცდება. ბოლოს თვითონაც გადადგება
ეს თუ სიმართლე არ აღმოჩნდა, მაშინ ჩემზე იყოს "საგანგებო" და "სპეცოპერატიული" ბრიფინგი ბოდიშის მოხდით.
--------------------
ძლიერი ადამიანი ცვლის თავის ბედს, სუსტს კი პირიქით. Konfucius. ომი არის ყოვლად დაუშვებელი საშინელება მაგრამ კიდევ უფრო მეტი საშინელება არის მონობა. K. Chapek თუ რუსმა გენერალმა შეგაქო, წადი და თავი ჩამოიხრჩვე.
|