ამ წუთისთვის მთელი ევროპა ომებშია ჩაფლული. ვინ ვის უტევს და ვინ ვის უჯანყდება მგონი თვითონაც ვერ გაერკვნენ ბოლომდე

ჩვენ რაც შეგვეხება. აფხაზეთი თურქებს აქვთ, დასავლეთ საქართველო და სამცხე-ჯავახეთი რუსებს ჰქონდათ და რუმინელებმა წაართვეს, ჩვენ მარტო ქართლ-კახეთს ვაკონტროლებთ ამ ეტაპზე. კახეთიც რუსებს ჰქონდათ დაპყრობილი და დავიბრუნეთ.
ვეძებთ მოკავშირეებს და ვემზადებით ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლისთვის!!!
ძველი თემები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მოგესალმებით eRepublik-ის თემაში
eRepublik-ი არის free-to-play massively multiplayer online game, ბრაუზერ თამაში. მსოფლიოს პოლიტიკურ-სამხედრო სიმულატორია.
მუშაობს 2008 წლიდან. თამაშში დაემატა საქართველო! (ასევე სომხეთი, ნიგერია და კუბა)
გვჭირდება დახმარება, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვაგროვოთ, რათა არ გადაგვიარონ და მოგვიანებით მოვიმატოთ ტერიტორიებიც.
რეგისტრაცია (რეფერალი) ჩვენი ჯგუფი
ფეისბუქზე.
სახელმძღვანელო ახლწვეულთათვის თუ გინდათ, ენის გადაყვანა რუსულზე "http://www.erepublik.com/en" ამ ლინკში ბოლო "en" შეცვალეთ "ru"-თი.
თამაშში არის 2 ვალუტა, ქაღალდის ფული და ოქრო. მათი კონვერტაცია შეიძლება ნებისმიერ დროს, ორივეს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. პრემიუმ ვალუტა არ არსებობს. კურსი ცვალებადია.
რეგისტრაციის შემდეგ, პირველი რასაც აკეთებთ, უერთდებით ჩვენს
პარტიას. ამჟამად საქართველოში 2566 მოქალაქეა, აქედან უმეტესი ნაწილი ქართველები ვართ, ჩავატარეთ კონგრესისა და პრეზიდენტის არჩევნები. თამაშის დაწყებისთანავე უცხოელების მიერ შეიქმნა 3 პარტია, რომლებსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ.
თავიდან მიყევით დავალებებს და იმუშავეთ და ივარჯიშეთ ყოველდღე, თავდაპირველად ბევრი არაფერი გექნებათ საკეთებელი.
ჩვენ ვირტუალურ ქვეყანას უკვე ჰყავს კონგრესი, პრეზიდენტი (ROSMEDIAN მეორე ვადით) და მთავრობა.
გვაქვს IRC არხი Rizon-ზე, სადაც შემოსვლა შეგიძლიათ შემდეგი საიტიდან:
http://kiwiirc.com/client
მარჯვნივ Rizon-ის მონიშვნა არ დაგავიწყდეთ
ან მანდ იკითხეთ, ან ფეისბუქზე, ან ფორუმზე, ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ.

-------------
ახლებისთვის:
1)მოძებნეთ სამსახური (ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი) და დაიწყეთ პროდუქცია.


2)გაიარეთ წვრთნა მხოლოდ free training groundზე. შემდეგ სხვა ობიექტებიც გამოჩნდება, მაგრამ ისინი არ მონიშნოთ, ოქროს წაგართმევთ.

3) შეასრულეთ დავალებები (daily task)

4) გაწევრიანდით Military unitში და იბრძოლეთ იმ ქვეყნის ომებში რომლითაც დარეგისტრირდით.

5)
გაუფრთხილდით ოქროს, არ დახარჯოთ სიცოცხლის რეგენერაციისთვის!!!. (health packs) This post has been edited by forum-ge on 12 Jul 2014, 22:41
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> Tbilisi Hawks