მ ს ტ ო ვ ა რ იეს ადრე მეც ვიკითხე "მირჩიეთ" - ში და კაციშვილმა არ იცოდა,
მხოლოდ ერთმა იუზერმა დამიწერა, მაქვსო, მარა დიდი ინფო არც იმას ქონდა.
მე რაც ვიკვლიე, რამდენიმე ნაირია:
- 5 ფირფიტიანი;
- 12 ფირფიტიანი;
- გრადუსების რეგულატორით;
- რეგულატორის გარეშე;
- 50 გრადუსამდე;
- 70 გრადუსამდე;
დანარჩენი მონაცემები (ვატები და ვოლტები და შრობის დრო) ყველა ფირმას იგივე აქვს დაახლოებით...
გარანტია მოყვება მხოლოდ ირითის მაღაზიაში, საბურთალოს ტექნობუმის გვერდით,
მაგრამ მხოლოდ რეგულატორის გარეშე ქონდათ...
არადა მაგ ფირმას რეგულატორიანიც აქვს, მაგრამ აქ არ აქვთ შემოტანილი.
ჩემი მოკლე ჭკუით, 12 ფირფიტიანი და რეგულატორიანი იქნება კარგი, 70 გრადუსამდე ტემპერატურით.
ასეთები არის ფასდაკლების საიტებზეც კენვუდის, ფილიპსის, სინბოს და კიდევ რაღაც ფირმების
და აქედან უკვე ვეღარ ავარჩიე, რომელი ემჯობინება