მეტ ნაკლებად ეხება ამ თემას და რავი, წაიკითხე მოგეწონება

ხომ გინახავთ "ჩატვირთვის მართკუთხედი" gigi.gif Loading რა, რომელიც 0% - იდან იწყება და ასამდე ივსება. ნელ-ნელა უკვე ჩატვირთული ფერადდება და ასე მთელი თეთრი მართკუთხედი ფერს (ვთქვათ მწვანეს მოდით), 100% ზე ადის და შემდგომ იხსნება ის ფანჯარა თუ ის პროგრამა, რომელიც ჩართეთ.
ეს "ჩატვირთვის მართკუთხედი" დავუკავშიროთ კაცობრიობის განვითარებას და რა მხრივ -> თეთრი არის ის, რაც არ იცის ადამიანმა და მწვანე ფერს იღებს ის, რასაც გებულობს ადამიანი, ითვისებს და თავის საკეთილდღეოდ იყენებს. თავიდან "ჩატვირთვის მართკუთხედი" იყო რა თქმა უნდა სულ თეთრი, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ადამიანი იკვლევს მის გარემოს, ითვისებს, სწავლობს და რა თქმა უნდა თავის საკეთილდღეოდ იყენებს -> ქვა-ქვის იარაღი (მიწათმოქმედებისათვის, ნადირობისათვის), იგივე ტოტზე.................რკინაზე.......და ა.ს.შ.
ანუ ამ ახალის შეცნობის პარალელურად თანდათან "ჩატვირთვის მართკუთხედიც" ივსება, მწვანდება.
მოდით რელიგიასთან რა კავშირშია გადავიდეთ:
პირველყოფილ ადამიანს ეშინოდა ცეცხლის....გავიდა დრო, ადამიანი მიხვდა რა არის ცეცხლი, შეისწავლა იგი (მისი კარგი და ცუდი შესაძლებლობები) და დღეისათვის ადამიანი ცეცხლს იყენებს საკუთარი კეთილდღეობისათვის (გათბობა, საჭმლის გაცხელება და რამეsmile.gif ). მეტნაკლებად, მაგრამ ანალოგიურად ჭექა-ქუხილზე -> ადამიანს ეშინოდო იმიტომ რომ არ იცოდა რა იყო, გავიდა დრო, მიხვდა შეისწავლა და დღეისათვის ცოტაოდენ ქვეყანაში, მაგრამ მაღალსართულიან შენობებზე დადგმულ კონსტრუქციებზე დაცემული ელვა მოიხმარება ენერგიად ადამიანის საკეთილდღეოდ რა თქმა უნდა. . . . . . . . "ჩატვირთვის მართკუთხედი" ამასობაში ივსება, ივსება და მწვანე ფერი თეთრს ბევრად ჭარბობს უკვე...... მაგრამ ოდესმე აუცილებლად ავა 100% ზე და გაიხსნება ის პროგრამა, რომლის მუშაობისთვისაც ივსებოდა "ჩატვირთვის მართკუთხედი".
ანუ ყოველთვის არ იქნება ისეთი რამ რაც არ ეცოდინება ადამიანს და გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ადამიანმა ყველაფერი შეიცნოს! (ადამიანში არ იგულისხმება ყველა, შეიძლება მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაიგოს პასუხი იმ ბოლო, გადამწყვეტ კითხვაზე, რომელიც 99%-ს 100%-მდე შეავსებს).
ყველაფერი ჩემს მიერ დაწერილიდან გამომდინარე შეგვიძლია გავყვეთ შემდგომ ლოგიკას:
თუ ადამიანს არ აქვს რაიმე ობიექტის, მატერიალურის თუ არამატერიალურის შიში (შიშზე კამათი არ დამიწყოთ, რა "შიშზეა" საუბარი მიხვდებოდით ცეცხლის მაგალითზე), ეს ნიშნავს იმას, რომ მისი აზრით მას შეცნობილი აქვს ის ობიექტი და იცის მისგან რას, როდის და როგორ უნდა მოელოდოს. ქრისტიანები ვართ ღვთის მოშიში ხალხი. ის ვინც არ არის ღვთის მოშიში ადამიანი, გარკვეული თავისი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული და შეფასებული ჰყავს ღმერთი და შესაბამისად იცის თავისი აზრით ვინ არის იგი, როგორი, რას უნდა მოელოდეს მისგან და გაჭირვებაში ახსენდება იგი და დახმარებას სთხოვს -> შეცნობის შემდგომ ადამიანი შეცნობილ ობიექტს თავის საკეთილდღეოდ იყენებს....
კი, ნამდვილად 99% ია უკვე და ცოტა, "ღვთის შეცნობა" აკლია 100% -მდე. უნდა გვეშინოდეს ღვთის! და ნუ განსაზღვრავთ მას რაიმე კრიტერიუმებით და ნუ შეაფასებთ! ნუ იტყვით, რომ იცით როგორია ღმერთი, ამით თქვენ 99%-ს 100%-მდე ავსებთ და "პროგრმამა" რომელიც ჩატვირთვის შემდგომ გაიხსნება მეორედ მოსვლა იქნება.