წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს, მე-19 საუკუნის რუს წმინდანს, აქვს ასეთი ნაშრომი
"სიტყვა სიკვდილის შესახებ", სადაც თავმოყრილია მართლმადიდებელ წმინდანთა სწავლება სიკვდილზე და სულიერ სამყაროზე. ამ წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა მართლმადიდებელი წმინდანების სწავლება, რომელიც მათ უშუალო გამოცდილებით შეიძინეს. ამ წმინდანს აგრეთვე თავისივე გამოცდილების საფუძველზეც აქვს ამ წიგნში მოცემული სწავლება.
მოკლედ რომ აგიხსნა, არსებობს სულიერი სამყარო. სულიერი სამყარო ორი საწინააღმდეგო მხარისაგან შედგება: არის კეთილი სამყარო, რომლის მიზანია ადამიანის დაცვა ბოროტი არსებებისაგან და ადამიანის ღმერთთან მიყვანა. ეს არის ანგელოზებისა და წმინდანების სამყარო. არის ბოროტი სამყაროც, დემონების სამყარო. ბოროტი ძალები ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანი ღმერთს დააცილოს. ადამიანი ამ სამყაროს ჩვეულებრივ ვერ ხედავს. როცა ადამიანი იწყებს ამ სამყაროს ხედვას, იგი მას ხედავს ორდაგვარად: 1) პირველი ხედვა არის
სულიერი სამყაროს გრძნობითი ხედვა, როცა ადამიანი თავისი თვალებით ხედავს, ყურებით ისმენს, გრძნობს და ყნოსავს; 2) მეორე ხედვა არის
სულიერი სამყაროს სულიერი ხედვა.
პირველი ხედვა,
სულიერი სამყაროს გრძნობითი ხედვა, არის ზუსტად ის, რაც მაგ ვიდეოში არის ასახული. ასეთი ხედვა არის დამღუპველი ხშირად. ასეთი ხედვით მიღებული "ინფორმაცია" არასდროს უნდა მიიღოს და დაიჯეროს ადამიანმა. ეს არის ძალიან საშიში და ამას თავისი მიზეზები აქვს თუ რატომ. ეს ყველაფერი კარგად არის განხილული იმ წიგნში. უნდა ვიცოდეთ, რომ სულიერი სამყაროს გრძნობითი ხედვით ანგელოზები და წმინდანები არ ეცხადებიან ცოდვილებს. ძალიან იშვიათად თუ გამოეცხადებიან და მიზეზი მათი გამოცხადებისა სულ სხვა რამ არის. მოკლედ, წითელი ვირთხები, ხვრინვა, ხმაური და ა.შ. სულიერი სამყაროს ბოროტი ნაწილის ქმედებაა, რათა მორწმუნე ადამიანი ამპარტავნებაში ჩააგდოს და კიდევ უფრო დასცეს ცოდვაში.
სულიერი სამყაროს სულიერი ხედვა კი მიეცემა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც დედამიწაზევე განიწმინდეს თავიანთი სული და გონება ღვთივ-სათნო ცხოვრების წესით.