სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს ვარაუდი, რომ უცხოელი პროკურორების ჩამოყვანა, მიმდინარე საქმეებში გარკვევასთან ერთად, მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრის "გაპრავებას"
შესაძლოა ემსახურებოდეს.
ამასთან დაკავშირებით, ნაცების მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟის მიზეზებში მინდა გავერკვე:
რა ხდება? თქვენ ეჭვობთ, რომ ეს პროკურორები ჩვენს ხელისუფლებას მიშას წინააღმდეგ საქმის შეთითხვნაში დაეხმარებიან?
თუ - ფიქრობთ, რომ მიშას შესაძლოა ჰქონდეს კიდეც რაღაც დანაშაული, მაგრამ
ყველაფერი უნდა ეპატიოს,
- რადგან მისი დასჯა პუტინს გაუხარდება?
- რადგან ბევრი რამ გააკეთა?
- რადგან - ორივე ზემოთჩამოთვლილი?
დავანებოთ თავი 2008 აგვისტოს ომს,
დავანებოთ თავი ლაფანყურის ოპერაციას,
7 ნოემბერს და 26 მაისს
თვითმფრინავებს და ვერტმფრინავებს
ერთ ლარად გადაცემულ ქონებას
და სხვა ბევრ რამეს
აქ ბევრი რამ არაა ნათელი და ცხადი. ბევრი უპირატესობა ექნება ადვოკატს.
დავტოვოთ ერთი, მარტივი და უეშმაკო ბრალდება - ბიუჯეტის ფლანგვა, რომელიც მარტო მას და პირადად მას ეხება და რაც დოკუმენტებით დასტურდება.
თუ ბიუჯეტის ფულს მართლა ხარჯავდა ბოტოქსებში და მასაჟებში
და კიდევ სხვა რამებში პირადი მიზნებისათვის - არის თუ არა ეს დანაშაული?
და თუ დანაშაულია - კანონის წინაშე არის თუ არა ყველა თანაბარი?
ან იქნებ მართლაც შევცვალოთ კანონმდებლობა იმგვარად, რომ...
ამგვარად, მაგალითად:
სკანდალური საკანონმდებლო ინიციატივა
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)