#41753296 · 25 Jul 2014, 15:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კომიკური სიტუაცია შემექმნა ჩემ დამზღვევთან, რომელზეც მინდა მოგიყვეთ. წელიწადში ერთხელ მე მივიდივარ ხოლმე ჩემი ოჯახის ექიმთან სადაც ვიღებ აუცილებელ სამედიცინო პროფალიქტიკურ შემოწმებას. ეს არის საერთო სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, ელექტრო კარდიოგრამა (ექო გულის), და საქრის და ქოლესტერინის ანალიზები. ესეთი წესი მაქვს რა. თუ რამე მაწუხებს ხანდახან მივმართავ ნევროპატალოგის კონსულტაციას ან ჩემი სახსრებით ვიმოწმებ მხეველობას.
წელს დაზღვეული ვიყავი არდის ჯგუფში და მათი ოჯახის ექიმმა ჩემ თხოვნაზე მოეცა მიმართვა შაქარზე და ქოლესტერინზე მითხრა უარი. უარიც არის და უარი, ანუ მე ამიხსნეს ჯერ ექიმმა და მერე არ ვიცი იდე ვინ , ოპერატორმა, მარკეტინგის სამსახურმა რომ ემ რასაც ვაკაეთებდი აქამდე იყო არასწორი, რომ ეს ეგრე არ ხდება და უნდა დაველოდო ჩივილებს. ეხლა რა ჩივილი უნდა მქონდეს მაღალი ქოლესტერინი თუ მაქვს ან თუ ზედა ზღვარაი უბრალოდ და საჭიროა ყურადღების მიქცევა.
მოკლედ მე ძალიან გამიკვირდა და იმ საღამოსვე გადავწყვიტე დამეფიქსირებინა ჩემი უკმაყოფილება ამ ყველაფრით აი აქ იწყება საინტერესო რამეები.
პრობლემა პირველი: არ არის არანაირი ტელეფონი ან მეილი, რომლითაც შესაძლებელია დააფიქსირო შენი პრობლემა ან საჩივარი, ცხელიხ აზი, საშუალება რითიც მომსახურების მიმწოდებელი მიიღებს მომხმარებლისგან ფიდბეკს. ბოლოს ორ ხერს მივმართე, ანუ დავტოვე შეტყობინება საიტზე და დაურეკე ოპერატორს რომელმაც ჯერ როგორ სულელს მესაუბრა და ეგრევე დაიწყო ექიმის გამართლება როდესაც აუხსენი რა პრეტენზიები მქონდა, ბოლოს დამელოდეო და მომცა რაღაც უცნაური მეილი, რომელიც არსად მითითებული არ იყო. მერე მეუბენბა რომ ეს ზარი იწერებაო და მარკეტინგი მაგას უსმენსო. ტყვილი. ვერ დავიჯერებ რომ ყველა ზარი გადის მონიტორინგს მარკეტინგის მიერ. ეგ ექს პოსტ კონტროლის მექანიზმია რომელსაც მიმართავენ უკვე მას მერე რაც პრობლემა გამოვლინდება სხვა გზებით.
ორ თუ სამ დღეში ჩემ თხოვნაზე განმიმარტონ რატომ მივიღე უარი 15 ლარიან ანალიზებზე ვიღებ პასუხს რომ ეს ანალიზები თქვენთვის საჭირო არ არის. ეს მიუხედავად იმისა, რომ მე აუხსენი რომ მაქვს მნიმუმ 15 კილოგრამი ჭარბი წონა და მაღალი წნევა რაც მე მათავსებბ რისკ ჯგუფში და ჩემი აზრით (დაწერეთ თქვენი აზრიც) მე ეს ანალიზები ნამდვილად მჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში რა ჯანდაბად მინდა პროფილაქტიკა საქართველოს ნაირ ქვეყანაში სადაც კარგად ვიცით რა ხდება გულის დაავადებებზე და დიაბეტზე. მერე მითვლის რომ ჩემი შემოწმება კომპანიას დაუჯდა 102 და მოდის დაწვრილებითი ჩამონათვალი ლარი მაგრამ ავიწყდება მიუთითოს რომ მე არ ჩამიბარებია ჯერ შარდის ანალიზი და ამ თანხიდან 32 ლარი მე გადამახდევიენს ანუ სურს დამაყვედროს მზღვეველის მომსახურება, რომელშიც მე 1 წელია 35 ლარს ვიხდი თვეში და პირველად მივმართე დამხარებისთვის. მერე იწყება რაღაც ბუნდოვანი ახსნა რომლის მიხედვითაც ჯერ ის იძახის რომ მე რაც დავაფიქსირე სწორი არ არის და ოჯახის ექიმი სხვას იძახის და მერე ისევ ცდილობს უკვე მარკეტინგის სამსახური დამიმტკიცოს რომ მე ვარ იდიოტი რომ წელიწადში ერთხელ ვისინჯავ შაქარს და ქოლესტერინს. მერე კიდე კალორიებით სავსე დასასრული როგორი მნიშვნელოვანი ვარ როგორ არიან მზად მემსახურონ და რაღაც სისულელები.
ამაზე მე ისევ მივწერე რომ უკმაყოფილო ვარ მათი სერვისით, მათი დამოკიდებულებით იმით რომ ეჭვქვეშ აყენებენ ჩემ სიტყვებს და მოვითხოვე გაწყვეტა ხელშეკრულების. და მიუთითე ნომერი რომელზც ვთხოვე რომ დამირეკონ და ამიხსნან ამისთვის რა უნდა გავაკეთო.
ამაზე მომდის ისევ წერილი, თან დიდი წერილი, პრაქტიკულად პატარა სტატია სადაც ისინი ისევ იმეილით აფასებენ ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი რარაც თეორიული ბლა ბლა ბლა რომელიც მე ისევ მიხსნის რომ არ უნდა მომეთხოვა ეს ანალიზები. თან ამას აფასებენ ოჯახის ექიმის სიტყვებიდან რომელმაც არ მკითხა პრაქტიკულად არაფერი და 5 წუთის განმავობაში ვპასუხობდი ფორმალურ კიტხვებს რამდენი წლის ვარ და მაქვს თუ არა ალრგია. მე ეს წერილი უბრალოდ არ წავიკითხე, დამეზარა და კვლავ მიუთითე რომ ვთხოვე ხელშეკრულების გაწყვეტა და ვთხოვე კდიევ ერთხელ ამიხსნან ეს როგორ გავაკეთო. ცხადია ჩემი შეფასებაც დავუფიქსირე ამ ყველაფრის.
ჯერ ჯერობით პასუხი არ მიმიღია.
[B][კითხვა ისმის ასე, /B] არის რამე არალოგიკური და არა გონივრული იმაში რომ წელიწადში ერთხელ შევამოწმო სისხლსი შაქრის და ქოლესტერინის დონე და გამოდმინარე იქიდან თუ რამდენად მძიმე ამდგომაროება გულის დაავადებების და დუიაბეტის მხრივ საქართველოში მზღვეველებმა არ უნდა შეიტანონ ეს ანალიზები პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამაში? აქამდე მე ეს პრობლემა არ მქონდა. ანუ ვატრაკებ ეხლა მე თუ არ ვცდები და ადგილი აქვს სერიოზულ ხარვეზს?
ცალკე თემაა როგორ დამხვდა ოჯახის ექიმი, ანუ საონცენტრაციო ბანაკის პატიმარს რომ მიიყვანენ იმპროვიზირებულ სამედიცინო კაბინეტში რომელიც მარტო იმიტომ არსებობს რომ სიმბოლურად დაფიქსირდეს მისი არსებობა. ცივად, არაკეტილგანწობილად პლუს ეს სპექტაკლი ანალიზებზე და აშკარა უკმაყოფილება იმით რომ ყელ-ყურმა დამინიშნა სმენის გამოკვლევა.
ეხლა მომივიდა მეილი, რომელიც მეუბნება რომ ჩემი პასუხი არ მისული მაგათთან. გააუქმეს მეილი თუ რა ხდება ვერ გავიგე. ორშაბათს მომიწევს მათ სათაო ოფისში. Delivery to the following recipients has been delayed.
This post has been edited by Shooter on 25 Jul 2014, 16:03
--------------------
Justice consists not in being neutral between right and wrong, but in finding out the right and upholding it, wherever found, against the wrong. -Theodore Roosevelt
|