პროგრამის სახელწოდება: საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საპოლიციო რეგულირების სამართლის მაგისტრი (Master in Police Regulation Law)
პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი/4 სემესტრი.
ერთი სემესტრი მოიცავს 20 კვირას (აქედან 14 კვირა სასწავლო-სააუდიტორიო და 6
კვირა საგამოცდო).
ერთი სასწავლო წელი მოიცავს საშუალოდ 66 ECTS კრედიტს.
ერთი კრედიტი მოიცავს 25 საათს (სტუდენტის
დატვირთვა შესაბამისი კრედიტის ფარგლებში დაკონკრეტებულია სილაბუსებში).
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის მიზანი:
საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამისი დანაყოფებისათვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო
ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის,
დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი;
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამართლის ბაკალავრის ხარისხი, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება. შსს აკადემიაში ფსიქოლოგიური ტესტირება/გასაუბრება. შსს
აკადემიაში დადგენილი შიდა (მისაღები) გამოცდის ჩაბარება (სამართლებრივ საკითხებზე ტესტირების და გასაუბრების წარმატებით
გავლა, ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტის წარმატებით გავლა, წინასწარ განცხადებული უცხო ენის B2 დონის ტესტირების
წარმატებით გავლა

, სამედიცინო შემოწმების დადებითად გავლა, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება.
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა დასაშვებია:
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც
უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ
უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურაში.
http://policeacademy.ge/newfiles/samagistr.../program_ge.pdf
This post has been edited by LilyPotter on 25 Jul 2014, 14:17