
მართალია facebook-მა ნაწილობრივ ფორუმი ჩაანაცვლა და საორგანიზაციო საკითხებს უკვე ფეისბუკით ვგეგმავთ, მაგრამ ეს თემა ტრადიციისამებრ მაინც უნდა გამეხსნა.

ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს და გელოდებით, მეათე საიბილეო მზის ფესტივალზე, "მზიურში"
პროგრამა:
12:00 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ☼
12:00 - ახალგაზრდა მხატვარის, ლექსო ფოდიშვილის პერსონალური გამოფენა. ☼
12:00 - მომავლის სკოლის მოსწავლეების გამოფენა. ☼
12:30 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ღონისძიება. ☼
13:00 - “პარტიზანული მებაღეობის” საინფორმაციო ეკო აქცია. ☼
13:30 ბავშვთა ხელოვნების სახლი "Dephani KidArt" - ის მოსწავლეთა გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების მასტერკლასი. ☼
13:30 - ფერადი ცარცებით ხატვა პარკის ტერიტორიაზე. ☼
14: 30 - „NEVERLAND”-ის სპექტაკლი „მზე იუბილარია“ ☼
15:30 - PSP-ს სახალისო გათამაშება. ☼
15:45 - ილუზიონისტის წარმოდგენა. ☼
16:15 - "პეპელა"-ს სახალისო გათამაშება. ☼
16:00 - ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ღია გაკვეთილები. ☼
17:00 - დასკვნითი კონცერტი ვოკალური სტუდია „ბზიკების“ მონაწილეობით. ☼
✔ მთელი დღის განმავლობაში, მზიურის ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობს მზიურის თოჯინა - „მზე’’ და სხვადასხვა ზღაპრის გმირები.
პროექტის მიზანი:
• „მზიური“, ერთი დღით, ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად იქცეს, სადაც ბავშვების ჟრიამული არ წყდება და ყველა ბედნიერია.
• მზე ყველას თანაბრად ათბობს, ამიტომაც პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
წელს მზის ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები არიან:
კომპანია "ჯეოსელი" დედაქალაქის მერია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ქალთა ბიზეს ასოციაცია, მომავლის სკოლა, სათამაშოების მაღაზია "პეპალა" PSP, გამომცემლობა "დიოგენე" საინფორმაციო მხარდამჭერი რადიო "ფორტუნა" ინეტნეტ პორტალი funtime, პროექტს მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

დაწვრილებით პროექტის შესახებ: www.1ivnisi.ge
Facebook: facebook.com/1ivnisi
This post has been edited by Ania on 18 May 2015, 01:04
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..
მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge