რამოდენიმე ეპიზოდს მოვკარი თვალი, ამდენი კლიშეთი გაძეძგილი სერიალი კარგა ხანია არ მინახავს.

მოკლედ მექალთანის რეპუტაციის მქონე კურტ სეიტის და გულუბრყვილო შურიკოს სიყვარულის ისტორიაა.

თან ასევე არიან სიყვარულის მტრებიც, რომლებიც ურჩევენ ჩვენს შურას არ გაჰყვეს ცოლად.

ვიღაც დამპალი გრაფინია, რომელსაც თავი მაგარი ჰგონია მიუხედავად იმისა, რომ ის კაცი რომელიც უყვარს სხვა ქალთან ღალატობს. თან ამაზე სიამაყით საუბრობს.

ჰო მერე კურტ სეიტის სიკვდილის ამბავი გავრცელდა და შავები ჩაიცვა ჩვენმა შურიკომ, ამიტომ ახურებული კაცები ეხლა ცდილობენ თავზე ხელი გადაუსვან, იქნებ გულდაწყვეტილი შურა რომელიმე ნუგეშისმცემელზე დაქორწინდეს.
History and everything else...