უყურეთ... 21 ვიდეოა ერთმანეთის მიყოლებით...

ეს არის იუმორისტული გადაცემა, სადაც ერთი ქართული ოჯახის კონფლიქტია ნაჩვენები ოჯახის წევრების - ქმრის, ცოლის და დედამთილის მონოლოგებით...
მე დედამთილის როლის შემსრულებლით აღვფრთოვანდი (მანანა კაზაკოვა ძალიან მაგრად ასრულებს)...

ბიჭის როლზეც კაი მსახიობია... ბუნებრივი... ისეთი ბუნებრივი, რომ დაჟე ცემის სურვილი გამიჩნდა...

აი, რძლის როლის შემსრულებელი, ჩემი აზრით, ვერ ქაჩავს, მაგრამ მონოლოგები ეგეც გენიალურია... ისე, მაგ როლს შეიძლება ეგ ტიპაჟი უხდება სწორედ...
გარდა იმისა, რომ გაშარჟებულია ჩვენი ქართული რეალობის შემადგენელი ოჯახური დეტალები, საინტერესოა იმითაც. რომ ძლივს ნორმალური, ღირებული იუმორისტული გადაცემები გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში, თორემ ჯავახიშვილმა და ანდღულაძემ წლების მანძილზე რა შექმნეს, კი ვიცით... ასეთი ვიდეოები, სადაც აგრესიის და ბოღმის გარეშე, კარგი იუმორით და პოზიტიური ფონით გადმოსცემდნენ სათქმელს, დაჟე ჩრდილოკავკასიელებსაც კი ჰქონდათ-ხოლმე და მშურდა... ახლა ჩვენებმაც გააკეთეს და კარგია... რესპექტები ავტორებს...

ისე, "ქართული ოჯახის" და "ქართველი ვაჟკაცის" მსგავს ვიდეოებს ნაგვის დაყრის და სხვა ასეთ პრობლემებზეც თუ გადაიღებენ, ნამდვილად მისასალმებელი იქნება...