სხეულზე, ძირითადად ზედა და ქვედა კიდურებზე სისხლჩაქცევების გაჩენა შეიძლება იყოს ბევრი რამის ბრალი, მათ შორის ყველაზე სავარაუდოა სისხლის ან სისხლძარღვების დაავადება (ვასკულიტი), თუმცა შეიძლება იყოს სხვა ბევრი რამის ბრალიც.
ის, რომ ზომით არის დაახლოებით 1-დან 3 სმ-მდე, ჩნდება, შემდეგ გაიწოვება, შემდეგ ახალ ადგილას ჩნდება და ა.შ. საკმარისი ინფორმაცია არ არის. ჩვენ ვინაიდან ბევრი რამ არ ვიცით, ვერც ვხედავთ და ასეც რომ იყოს, მაინც დაგვჭირდებოდა ბევრი ანალიზები, ამიტომ ჯობია წახვიდე ექიმთან.
ჯანმრთელობისათვის სახიფათოს რას ეძახი, სისხლჩაქცევების ასე თავისთავად გაჩენა უკვე არაა ჯანმრთელი მდგომარეობა. თუმცა თავად ეს სისხლჩაქცევა შეიძლება არ გაწუხებდეს, მაგრამ შესაძლოა მის უკან უფრო სერიოზული დაავადება იდგეს, ამიტომ კიდევ ერთხელ, უნდა მიხვიდე ექიმთან
რა ჰქვია ამ დაავადებას ასე წინასწარ ვერავინ გეტყვის, იმიტომ რომ რასაც შენ აღწერ, არაა დაავადება, ეგ არის სიმპტომი და იმის დასადგენად, თუ რა დაავადების სიმპტომის, კიდევ გავიმეორებ - უნდა მიხვიდე ექიმთან.
უნდა მიმართო სავარაუდოდ ოჯახის ექიმს, რომელიც გამოგკითხავს, გაგსინჯავს, გაგიკეთებს ძირითად ანალიზებს, სრულად ან დაახლოებით მიხვდება რა გჭირს და თუ საჭიროა, გადაგამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან, ჰემატოლოგი იქნება, ანგიოლოგი, რევმატოლოგი თუ სხვა
აბა წარმატებები