მინდა თქვენთან ერთად განვიხილო კიდევ ერთი იდეა სამოყვარულო ფიზიკის დონეზე. პროფესიონალობაზე არ ვდებ თავს და არც არავისგან არ მოვითხოვ.
მოგეხსენებათ ლაზერი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ენერგიის ტრანსპორტირებისთვის შორ მანძილზე. ყოველგვარი სადენების თუ გაყვანილობების გარეშე გადაგვაქ ენერგია კილომეტრებით დაშორებულ ადგილზე. იქნებ შეიძლება ლაზერის ამ თვისების გამოყენებით რაიმე ობექტის (ტელესკოპი,რადარი,თანამგზავრი) ატანა კოსმოსში სურათზე ნაჩვენები საშუალებით. ობიექტი იქნება დაფარული რაიმე რეფლექტორული ნივთიერებით (ალუმინი, ვერცხლი და ა.შ.) როცა ლაზერის წნევა დაეჯახება ზევით აისვრის. სიმძლავრეს ნელანელა გავზრდით და ავიტანთ კოსმოსამდე.
როგორც მე ვიცი სტრატოსფეროში გამუდმებით არ ქრის არანორმალური ძალის ქარები. ამიტო გავუშვებთ ზონდს რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ არის თუ არა ქარის საშიში ინტენსივობა იმ დროს როცა ობიექტმა უნდა გაიაროს აღნიშნული ფენა.
რაც შეეხება თანამგზავრს. მისი სფეროს ფორმის რაკეტა წყალბადით იქნება სავსე რომლის წვა დაგვეხმარება სატელიტის იმ დონეზე აჩქარებისთვის რაც საკმარის ცენტრიდანულ ძალას მიანიჭებს რომ იტრიალოს და არ ჩAმოვარდეს დედამიწაზე.
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
This post has been edited by bfjribhs on 27 Jul 2014, 13:50
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)