#41771668 · 27 Jul 2014, 17:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სტატუსი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და იგი იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, სქესის საფუძელზე დაუშვებელია კერძო და საჯარო სფეროში სამსახურში მიღების შეზღუდვა. ანუ ქალმა რომ მოიდომოს ეპისკოპოსობა, ის ვერ გახდება მეუფე კანონიკური წესებიდან გამომდინარე. არათუ მეუფე ვერანაირი სამღვდელო პოსტი ვერ ექნება რომელიც დაკავშირებულია მსახურების განხორციელებასთან.
ახლა კითხვა, ირღვევა თუ არა კანონი და ეხება თუ არა ის ეკლესიას??
მეორე კითხვა: თქვენი აზრით უნდა ჰქონდეთ თუ არა ქალებს უფლება დაიკავონ საეკლესიო თანამდებობები ან განახორციელონ მსახურება მღვდლის, დიაკონის და ა.შ. სახით?
This post has been edited by დათიკო on 28 Jul 2014, 19:41
--------------------
უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების.
|