აჩრდილი დადის განყოფილებაში - აჩრდილი უსათაუროსი. ძველი განყოფილების ყველა რეაქციონერული ძალა შეერთდა ამ აჩრდილის სადევნელად. მოდერები, მორალისტები, კონკრეტული იუზერები რომელთაც თავისი მორალის სხვებისთვის თავს მოხვევა სწადიათ. სადღა მოიპოვება ისეთი უსათაუროელი, რომლისთვისაც ამორალურობის დაწამებით სახელი არ გაეტეხოთ მის მოწინააღმდეგეებს.
უსათაუროს ისტორია არის დომინანტური ჯგუფების ბრძოლა, თავისუფალი იუზერების გაერთიანებების წინააღმდეგ; მგლებე და დორიანი, "გარგარში მატლი" და ჩილაუთი, ალლშეარის თემა, ახლა კი ჩვენმა თანამოძმეებაც კი ჩაგვცეს ლახვარი ზურგში.
უსათაურო მუდამ მეინსტრიმს უპირისპირდებოდა და სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვდევნიდნენ და სწორედ ამიტომ არის ასე რთული ნამდვილი „უსათაუროს“ შენაჩუნება. მოდერები, რომლებიც ჩვენ გვიპირისპირდებოდნენ პიროვნულად შეიძლება სულაც არ იყვნენ ცუდები, უბრალოდ მათ ხელში ძალაუფლება ჩაუვარდათ და დაიწყეს მისი გამოყენება თავისი ზნეობის მიხედვით, მაგრამ მათ დაავიწყდათ რომ უსათაუროში არცერთი ჯგუფის მორალი არ შეიძლება იყოს დომინანტური. ეს იყო მათი მთავარი შეცდომა და როგორც ვხედავთ ისტორია მეორდება.
გაუმარჯოს თავისუფალ უსათაუროს, ხელშეუხებელი თემების გარეშე!!!

29.07.2014
ბრძოლა დღესვე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოდერ არ წაშალო რა ძლივს დავწერე