#41799751 · 30 Jul 2014, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავით სერგეენკო - კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს 14:00 30-07-2014 დავით სერგეენკო - კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს ჯანდაცვის მინისტრს კლინიკა "ახალი სიცოცხლის" მენეჯმენტთან კითხვები აქვს. როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას. "ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. რამდენიმე დღის წინ მოგვმართა კლინიკის ხელმღვანელმა, შეხვდა მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს, განიხილეს ყველა საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი შესაძლებლობა რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ჩაერიოს პირველი – საფრთხე უნდა შექმნას სამედიცინო დახმარების უწყვეტობას, პაციენტს, და ვალდებული ვართ რომ ამისი პრევენციაც გავაკეთოთ და მყისიერი რეაგირებაც მოვახდინოთ. მეორე - თუ აღიძრა კოლექტიური შრომითი დავა, ესეც ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდა და სამმხრივი კომისიის მიერ დამტკიცებული მედიატორი იწყებს ამ საკითხის მოგვარებას კანონით დადგენილი ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ეს არის კერძო დაწესებულება და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის სამედიცინო აქტივობა, პაციენტთან ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი როდესაც ასეთი კლასის დაწესებულებაში თანამშრომელთა, პრაქტიკულად, 100 პროცენტი აცხადებს რომ უნდა წავიდეს სხვაგან; მე რამდენადაც ვიცი ისინი უაღრესად კვალიფიციური ხალხია და არ გაუჭირდებათ სამსახურის მოძებნა. მაგრამ, მე გამიჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამიჩნდა ამ ქსელური დაწესებულების მმართველ კომპანიასთან. არ უნდა მიიყვანოს კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას", - განაცხადა მინისტრმა. კლინიკა "ახალ სიცოცხლის" დატოვებას ექიმების 80% 11 აგვისტოდან აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის ყოფილმა დირექტორმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა, უკვე დანიშნულია ახალი დირექტორიც- აღნიშნულ პოსტზე გიორგი ბერიშვილი დაინიშნა. ზაზა სინაურიძემ და კლინიკის 50-მდე ექიმმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ორშაბათს დაწერეს. თუმცა, 11 აგვისტომდე ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. სინაურიძის თქმით, სამედიცინო პერსონალსა და მენეჯემნტს განსხვავებული ხედვა აქვთ, რის გამოც ექიმები მიიჩნევენ რომ შესაძლოა პაციენტების უსაფრთოება უზრუნველყოფილი ვეღარ იყოს. სინაურიძის ინფორმაციით, ექიმების გაღიზიანება გამოიწვია შრომითმა ხელშეკრულებებმაც, სადაც მათთვის მიუღებელი რამდენიმე პუნქტია. კლინიკა "ახალი სიცოცხლე" მმართველ კომპანიას "ევექსი" წარმოადგენს, რომელიც კლინიკის მართვას თებერვლიდან ახორციელებს.
კარგი ცხენი მათრახს არ დდაირტყამსო და კაი მენეჯერი ქუჩაში ხალხს არ გამოიყვანსო.
რა ხდება მეგობრებო? არადა ერთ ერთი სერიოზნი კლინიკაა როგორც ვიცი. თუ არაა?
--------------------
დედისტყვნა ბიძინას! მამისტყვნა კობახიძეს! საქართველოს დიდება და გამარჯვება!
|