...მოკლედ, ამ პოლის დადება მაიძულა იმან, რომ კატეგორია ნაროდს, უკვე იმდენად აჟრიალებს ამერიკის სახ.დეპარტამენტის შეშფოთებულ განცხადებაზე, რომ ფორუმის პოლიტგანყი, უკვე ლამის შეშფოთების ისტერიამ მოიცვა...ამაზე მეტი საფუძველი რა გინდა, ვინ არ შეშფოთდება, როცა უყურებს თუ როგორ შფოთავს მისი ისეთი დიდი მფარველი და პოლიტპარტნიორი, როგორიც აშუჭუა!
...მცირე შეშფოთებებს , თავიდანვე ჰქონდა ადგილი, მას შემდეგ რაც ნაც-მმართველობის დემოკრატიული მზე ჩაესვენა და პირველი ნაც-მერცხლები აღმოჩნდნენ, ვირის აბანოში, ხოლო გიგი უგულავას დაპატიმრების მერე, ჩვენი დასავლელი ძმების ღელვამ ლამის შტორმის ზღვარს მიაღწია და ამჟამად, ეს შტორმი, ლამის ტაიფუნად დაგვატეხა თავს ამერიკის
სახ-დეპარტამენტმა...როგორ თუ მიშას გაუბედეთ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებაო!
...
ნორლანდს მინდა ვკითხო - რიჩი, ჩვენო ამერიკელი დემოკრატიის შიკრიკო!..ძაან მაინტერესებს, თქვენს სახ.დეპარტამენტში ყველა ბრმაა და ყრუ, თუ თავს იმიტომ იღლევებენ ასე, რომ ჩვენი სახელმწიფოს დღის წესრიგში, მათი ყურით მოთრეული მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა?!! ...ან იქნებ ჩვენი საზოგადოებაა მოქცეული ისეთი ჰალუცინაციების ტყვეობაში, რომ ყოველივე ეს:
ტოტალურად დაგვესიზმრა და ახლა ვცდილობთ ამ სიზმრიდან გამოყოლილი ბოღმა, უდანაშაულო ნაც-სამწყსოზე და მათ უცოდველ ატამანზე, მიხეილ სააკაშვილზე ვანთხიოთ?!
...ხო რიჩ, რა ენა ჩაგივარდა, თუ გინდა უფრო მარტივად გკითხავ - თქვენს, დემოკრატიის ამომავალი მზის ქვეყანაში, აიმ ბარაქა-ბიჭს რომ გაებედა და თწვენი წმინდა-სენატის ტრიბუნიდან რომ წარმოეთქვა ინგლისურად ასეთი რეჩი:
...საინტერესოა, როგორ შეხვდებოდა ამას ამერიკული მას-მედია და საზოგადოება?!
..ხო, თქვი, ნუ გრცხვენია რიჩი!...რას იზამდნენ, იმის შემხედვარე და მაყურებელი თავისუფალი ამერიკელები, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის დავალებით რომ ასე საქვეყნოდ დაერბიათ რომელიმე წამყვანი ტელეკომპანია, მერე ის წაერთმიათ მისი მფლობელისათვის და პრეზიდენტის ძმაკაცის მმარტველობაში გადაეცათ?!
პ.ს.:
ხო ხედავ როგორი კითხვები დაგროვდა რიჩ?!...და ეს კითხვები, ალბათ იმ კითხვათა სიის მეასედია, რაზეც პასუხი უნდა აგოს ყოფილმა ხელისუფლებამ!...თუ შენ და შენი უფროსი ძმა - ძია სემი, ამ ყველაფერს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და შურისძიებას ეძახით და თვლით, რომ ნაც-ელიტამ და მათმა პრეზიდენტმა, ამაზე პასუხი არ უნდა აგონ, რათა დაგვიმტკიცოთ, რომ თქვენი "მუმუ" კიტრია, მაშინ მეტი დამაჯერებლობისათვის, აჯობებს თქვენს "მუმუს" თავადვე იკბიჩოთ და იქით დარწმუნდეთ მის კიტრობაში!
This post has been edited by Stalker2005 on 30 Jul 2014, 21:24