სად წაიკითხეთ რუსეთი
ან ამ თემასთან რა შუაშია??
..........................

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფოტოზე გამოსახულია ოპიზა - VIII საუკუნის ქართული მონასტერი . ოპიზა მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ შეიქმნა მრავალი ხელნაწერი, მათ შორის 913 წლის ცნობილი სახარება და 1093 წლის პარაკლიტონი. ოპიზაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობ-რები: გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები (XII საუკუნის II ნახ) და სხვანი. 813-826 წლებში ოპიზის დიდი ეკლესია ააგო აშოტ I კურაპალატმა, რაზეც სამხრეთ ფასადზე არსებული ფრესკა მოგვითხრობს. ცოტა ხანში აშოტის შვილმა გუარამ მამფალმა (გარდ. 882 წ.) უფრო დიდი ეკლესია ააგო და მამულებიც შესწირა, რა დამსახურებისთვისაც ოპიზაში იქნა დაკრძალული. სწორედ გუარამ მამფალის ეკლესიის ნანგრევებია დღეს შემორჩენილი. შემდგომი მშენებლობები ტაძრის ირგვლივ აწარმოა ტაო-კლარჯეთის მეფე აშოტ II-მ (937-954), მან შეაკეთა ეკლესია და სატრაპეზო მიუმატა.
XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ კლარჯეთ-შავშეთის დაპყრობის შემდეგ ოპიზა დაცარილედა.
XIX-XX საუკუნეებში ტაძარს ნელნელა ჩამოექცა ოთხივე მკლავების გადახურვა, თუმცა მთავარი გუმბათი მაინც მყარად იდგა, ვიდრე ჩვენმა სტრატეგიულმა “პარტნიორმა“ თურქებმა, 1965 წელს, სოფლის გზის გაყვანისას ეკლესია არ ააფეთქეს რასაც გუმბათისა და საკურთხევლის ნაწილის სრულად განადგურება მოჰყვა.
ამჟამად ეკლესიისგან დარჩენილია სამხრეთის მკლავი, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელი და დასავლეთის კედლის ნაწილი, ჩრდილოეთის მკლავის კედლების მეტი ნაწილი.