დღეს ზუსტად 21:00-ზე კახეთის გზატკეცილზე მივდიოდი კახეთის მიმართულებით. სამგორის მეტროს მონაკვეთში ვიყავი, როდესაც ვმოძრაობდი მარცხენა (გასწრების) ზოლში (საბედნიეროდ 80კმ/სთ სიჩქარით) უცებ წინა მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა. ჩემი მანქანიდან დაახლოებით 10 მეტრში. შეგინებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მოვახერხე დამუხრუჭება და ზოლის შეცვლა კოლატერალური შეჯახებების გარეშე. გავცდი და რას ვხედავ, მთელი ზოლი უკავიათ ძროხებს შუა ზოლიდან მოყოლებული გამყოფ ჯებირამდე.

.
80კმ/სთ-ზე სამუხრუჭე მანძილი დაახლოებით 30 მეტრი მაინც არის. მარჯვენა ზოლში, ისევე როგორც მთელ გზატკეცილზე დატვირთული მოძრაობა იყო.
მადლობას ვუხდი მერსედესის ქარხანას W210 ძარის გამოშვებისთვის, ბრიჯსტოუნს ბლიზაკებისთვის, ჩემს მარჯვნივ მომავალ მარშრუტკას კარგი რეაქციისთვის და ჩემს გამოცდილებას თორემ მეუღლესთან და ბავშვთან ერთად საკმაოდ მასშტაბურ ავარიაში მოვყვებოდი.
რაიმე სანქციებია საჭირო საქონლის გზებზე გამორეკვის აღსაკვეთად.
მსგავს მაგისტრალებზე საქონლის პატრონი ასე 5 წლით მაინც უნდა გაუშვან სროკზე.
მე დღეს გადავრჩი, მაგრამ ხვალ ვიღაც დაიღუპება.