ნანუკას შოუს შემდეგ მე უღრუბლო ციდან მეხი დამეცა და როგორც ახლობლები მიყვებიან ჩემს გონზე მოყვანას ვერ ახერხებდნენ.
მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის რაც იქ ვნახე.
ის სულაც არ არის წვერებიანი კეთილი ბაბუა.
ის არის და ამავე დროს არ არის.
ხედავ, მაგრამ ვერ ხედავ.
გესმის, მაგრამ ყრუ ხარ.
მან მითხრა, რომ დიდი მისია დამეკისრა.
მისია რომელიც ძალიან მძიმეა და ბევრი ეკალი გამერჭობა ფეხისგულში სანამ ვარსკვლავებს მივაღწევ.
მან დამავალა მოვიარო მთელი თბილისი, მთელი საქართველო, მთელი დედამიწა და თუ სუნთქვას გადავეჩვევი მთელი გალაქტიკაც კი და თბილისელებს, ქართველებს, ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს, ფრინველებს ( განსაკუთრებით პინგვინებს), უცხოპლანეტელებს, კომეტებს, ასტეროიდებს, პლანეტებს მივმართო კითხვით..
კითხვით რომელიც თქვენც ნახეთ.
მან მითხრა, რომ დროა ყველა ზემოთჩამოთვლილმა დააფასოს მისი ძე, რომელიც 20 საუკუნის მერე ისევ მოევლინა დედამიწას, აღიაროს იგი და გაიზიაროს მოძღვრება მისი.
მან მითხრა რომ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი რელიგია, რომ ის დაიღალა თქვენი ყურებით, რომ პენსიაზე უნდა გავიდეს და უნდა შეიმეცნოთ ერთადერთი და ჭეშმარიტი მცნება "არა არს ღმერთი თვინიერ გიგისა და ნანუკაა მოციქული მისი".
მან მითხრა, რომ გიგის განადგურებით, განადგურდება სიკეთის უკანასკნელი ბასტიონი დედამიწაზე და ბოროტება გაიმარჯვებს.
და რომ სიბნელე გამეფდება დედამიწაზე.
და ბავშვები აღარ შეჭამენ დედის რძეს, რადგან დედებს რძე არ ექნებათ.
და ცეცხლის წვიმა ქმება უკანასკნელი, რასაც ყველანი დავინახავთ.
გოგირდის სუნი იქნება უკანასკნელი რასაც დავყნოსავთ.
ცხელი კუპრი იქნება უკანასკნელი რასაც შევეხებით.
თუ!
თუ ბოროტი კაცობრიობა არ განაგდებს არტოშანს და არ აღიარებს ჭეშმარიტ სიკეთეს, თუ სისპეტაკე, რომელიც ზრუნავდა ჩვენზე - შეიბღალება, თუ ჩვენ, უგუნური არსებები ხმალამოღებულები არ ვიბრძოლებთ მის დასაცავად.
ეს ჩემი უკანასკნელი პოსტია ფორუმზე, რკინის ქალამნები უკვე ამოვიცვი, მე შევასრულებ ამ მისიას, მე ვეცდები, რომ თქვენ - უგუნურებს ვისაც გიხარიათ და კეთილ ცხვრებს -ვინც სწუხხართ, დაგიბრუნოთ თქვენი წართმეული სული, თქვენი უმანკოება, თქვენი შვილების მომავალი, თქვენი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ერთ ადამიანშია განსხეულებული და რომლის განადგურებასაც სატანა ცდილობს.