...დასაბამიერი თემა - ცხოვრების ფენომენი და დილემა -ცხოვრების აზრი!
რა თქმა უნდა, არაფერს ისეთს არ ვწყვიტავთ, უბრალოდ ისე, ხმამაღლა, ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ-ლირიულად წავივარჯიშოთ...თქვენის ნებართვით რა თქმა უნდა!
აუცილებელი განმარტებები:
აქსიომა -
ცხოვრება არის - ინდივიდუალურ შესაძლებლობათა უწყვეტი რეალიზაცია ადამიანურ ფორმატშიI. ინდივიდუალური შესაძლებლობა - მოცემულობა, როგორიც მამამ ჩაგვსახა და დედამ გვშობა + ის, რადაც სამყაროსთან შეხვედრაში შევდექით, აი ასე და არა სხვაგვარად მოვხდით!
II. რეალიზაცია ადამიანურ ფორმატში - ძალისხმევა დროში, რათა შევინარჩუნოთ ადამიანის სახე და წამოვდგეტ მაშინაც კი, როცა ამისი შანსები თითქმის ამოწურულია!(ქრისტეს, ბუდას და კრიშნას გზა)
III. ცხოვრება ცხოვრების მოლოდინში - მირაჟია, რომელიც ბოლომდე იასნდება მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წუთებში!
[/B]
...ამასთან დაკავშირებით, მინდა მოვიყვანო გენიალური რეჟისორის-ტარკოვსკის "მსხვერპლთშეწირვიდან" ერთი ნიშანდობლივი ეპიზოდი :
არსი - რაღაცას თუ აკეთებ პერმანენტულად, მთელი გულით და რწმენით, სამყაროში აუცილებელად რაღაც შეიცვლება!...ჯანდაბას აკადემიური ლექსიკა და ტერმინები, გადავიდეთ ცოცხალ სინტაქსზე!
დავიწყებ სამყაროსთან შეხვედრის ჩემი იგავით:
...ყველა შეხვედრას თან ახლავს რაღაც შოკი, თუმცა თუ გაგიმართლა და ნაღდი გურუ და მეგზური შეგხვდა, ეს შოკი შეიძლება ლაითადაც გადაიტანო და აზარტშიც შეხვიდე!
...რატომღაც ბალღობიდანვე მძულდა სიტყვა - მუყაითი!

...და ასევე ძლიერ ანტიპათიას განვიცდიდი მათ მიმართ, ვინც ძაან გამოთქმით ამბობდნენ ბეჯითად დაზეპირებულ ლექსებს!
..ეს უკვე იმას ნიშნავდა რომ, ჩემი ცხოვრების პირველივე ნაბიჯებიდან, გურუს ადგილი ჩემს ყარაჩოღელ და დუდუკის დიდოსტატ ძიას დაეკავებინა, რომლებმაც ასე მარტივად და გასაგები ენით ამიხსნა ხელოვანის რაობა:
...იყო ხელოვანი, ნიშნავს - იყო "გარყვნილი" ისე, რომ გარყვნილება საამურად ააჟღერო სხვაში ისე, რომ ამით არც მისი და არც შენი ღირსება არ შეილახოს-ო!მოგვიანებით, ამიხსნა - მე რომ IV კლასიდან არ გავერიცხეთ იმის გულისთვის, რომ ფრანციცულის მასწალებელს ტრუსიკი ჩავხაფეო...ჩემგან მაესტრო მედუდუკე არ დადგებოდაო! (ცხონებული იყო დიდი დათა ზუბიაშვილის შვილიშვილი, მედუდუკეთა წრეებში განთქმული დამკვრელი და მოქეიფე)...ეს ახსნა-განმარტება ისე შთამებეჭდა, რომ იგივე ექსპერიმენტი ჩავატარე VII კლასში ჩემი რუსულის მასწავლებელზე...თუმცა, მისგან განსხვავებით არ გავურიცივართ, მაგრამ მშობლებმა 3 დღით ჩამკეტეს აფთიაქის ბნელ და ნესტიან სარდაფში!...დადებითი გვერდითი შედეგი ის იყო, რომ მამაჩემმა ატმასკა ამიღო და კარგად შებუჟბუჟებულმა, სასწავლო ნაწილს აგინა...მა რა ეგონა იმსიმოკლე კაბა რომ ეცვა, რა ექნა ბიჭს, გაკვეთილებზე ნძრევას ხო არ დაიწყებდაო!
...ყოველ შეხვედრაზე, როცა ვეკითხებოდი, სერგო ძია ახალი რა არისთქო. მშვიდად და სერიოზული სახით მეუბნებოდა - მცხეთაში დიდი დიაკვანი მოუდღნამთო!(ნამდვილი მოძღვარი რა თქმა უნდა არ ჰყავდა მხედველობაში!)
...არ დამავიწყდება ჩემი გურუ-ძიას მასტერკლას დამოძღვრა, ასპირანტურაში გამოცდების წინ - იცოდე, რუსეთში ყვაილს და ღლეს მყარი ვალუტის ფასი ადევსო!

[/B]
პ.ს.:...და ასე წავიდა ცხოვრება...აცხონოს და გაანათლოს ღმერთმა ჩემი ცხოვრების ტოპოლოგიის I მასწალებელი - სეგო ძია!
This post has been edited by Stalker2005 on 3 Sep 2014, 18:01